ბათუმის შემოვლითი გზის 14-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა, რომელიც აზიის განვითარების ბანკისა [ADB] და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკთან (AIIB) გაფორმებული სასესხო ხელშეკრულებების ფარგლებში ფინანსდება, 2020 წელს უნდა დასრულდეს. ხელშეკრულების ღირებულება 329 630 734 ლარია. გზას თურქული კომპანია „POLAT YOL & MAPA“ აშენებს.
ბათუმის შემოვლითი გზის პროექტის ფარგლებში აშენდება ორზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა, 19 სახიდე გადასასვლელი, 4 სატრანსპორტო კვანძი, 5 გვირაბი და 57 წყალგამტარი მილი.
ბათუმის შემოვლითი გზა ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბიდან ფრიდონ ხალვაშის გამზირამდე [ხელვაჩაური] მონაკვეთში აშენდება. ახალი გზა გაივლის: მახინჯაურს, განთიადს, კაპრეშუმს, სალიბაურს, ფერიას, მახვილაურსა და ხელვაჩაურს.
ხელვაჩაურიდან სარფამდე კი ახალი გზა აშენდება, რომლის დეტალური პროექტი, როგორც საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში გვითხრეს, ჯერ მზად არ არის.
ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა ხელვაჩაურში, სოფელ მახვილაურში / ფოტორეპორტაჟი
ბათუმის შემოვლით გზაზე 4 სატრანსპორტო კვანძი მოეწყობა. ერთ-ერთი კვანძი იქნება აქ, ფრიდონ ხალვაშის გამზირის მიმდებარედ. ბათუმის შემოვლით გზას ამ კვანძთან შეუერთდება სარფიდან მომავალი ახალი გზა, რომლის დეტალური პროექტი ჯერ არ არის, 3.07.2019. ფოტო: თედო ჯორბენაძე / ბათუმელები
ბათუმის შემოვლითი გზის ხიმინჯების ფუნდამენტის მომზადება. ხელვაჩაური, 3.07.2019. ფოტო: თედო ჯორბენაძე / ბათუმელები
ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა. ხელვაჩაური, 3.07.2019. ფოტო: თედო ჯორბენაძე / ბათუმელები
ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა. ხიმინჯის რკინის კონსტრუქცია, ხელვაჩაური, 3.07.2019. ფოტო: თედო ჯორბენაძე / ბათუმელები
ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა. ხიმინჯი, სოფელი მახვილაური, 3.07.2019. ფოტო: თედო ჯორბენაძე / ბათუმელები
ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა. ხიმინჯები, სოფელი მახვილაური, 3.07.2019. ფოტო: თედო ჯორბენაძე / ბათუმელები
ბათუმის შემოვლით გზაზე 19 სახიდე გადასასვლელი გაკეთდება. ერთ-ერთი იქნება მახვილაურში. ხიმინჯები, სოფელი მახვილაური, 3.07.2019. ფოტო: თედო ჯორბენაძე / ბათუმელები
ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა, სოფელი მახვილაური, 3.07.2019, ფოტო: თედო ჯორბენაძე / ბათუმელები
ბათუმის შემოვლითი გზა – ხიმინჯების მშენებლობა, სოფელი მახვილაური, 3.07.2019. ფოტო: თედო ჯორბენაძე / ბათუმელები
ბათუმის შემოვლითი გზა – ხიმინჯების მშენებლობა, სოფელი მახვილაური, 3.07.2019. ფოტო: თედო ჯორბენაძე / ბათუმელები
ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა, ხიმინჯი, სოფელი მახვილაური, 3.07.2019. ფოტო: თედო ჯორბენაძე / ბათუმელები
ბათუმის შემოვლითი გზა – ხიმინჯები. სოფელი მახვილაური, 3.07.2019. ფოტო: თედო ჯორბენაძე / ბათუმელები
ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა. სოფელი მახვილაური, 3.07.2019. ფოტო: თედო ჯორბენაძე / ბათუმელები
ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა, სოფელი მახვილაური, 3.07.2019. ფოტო: თედო ჯორბენაძე / ბათუმელები
ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა, სოფელი მახვილაური, 3.07.2019. ფოტო: თედო ჯორბენაძე / ბათუმელები
ბათუმის შემოვლით გზაზე 5 გვირაბი აშენდება, ერთ-ერთია ეს გვირაბი სოფელ მახვილაურთან. 3.07.2019. ფოტო: თედო ჯორბენაძე / ბათუმელები
ამ თემაზე:
ავტობანი – ახალი ხიდი და გზა ჭოროხიდან სარფამდე