განათლება,მთავარი,სიახლეები

„ლიტერატურის ეროვნული ფონდის“ დირექტორად ირმა რატიანი დანიშნეს

20.06.2019 • 2163
„ლიტერატურის ეროვნული ფონდის“ დირექტორად ირმა რატიანი დანიშნეს

„ლიტერატურის ეროვნული ფონდის“ დირექტორად ირმა რატიანი დანიშნეს. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ირმა რატიანის ერთ-ერთ მნიშვნელოვან სფეროს წარმოადგენს თარგმანები. „მას ეკუთვნის იაპონური პოეზიის ძეგლის – „ასი უძველესი იაპონური ლექსი“ მხატვრული თარგმანი იაპონური ენიდან ქართულად და ესეისტური წიგნი – „იაპონური დღიურები“.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, ირმა რატიანი ლიტერატურათმცოდნეა და მისი ინიციატივით, საქართველოში შედარებითი ლიტერატურის ქართული საერთაშორისო ასოციაცია დაფუძნდა, „როგორც ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი საერთაშორისო ლიტერატურული ასოციაციის, ქართული განყოფილება. 2008-2012 წლებში ირმა რატიანი ამ ასოციაციის პრეზიდენტი, ხოლო  2102 წლიდან დღემდე მისი საპატიო პრეზიდენტია“.

„ლიტერატურის ეროვნული ფონდი“ სსიპის, „ქართული წიგნის ეროვნული ცენტრისა“ და „მწერალთა სახლის“ გაერთიანების ბაზაზე შეიქმნა.

ფონდის საქმიანობის საგანია ეროვნული ლიტერატურის, ლიტერატურული მემკვიდრეობის დაცვისა და განვითარების მიზნით, ახალი ნაწარმოებების შექმნის, გამოცემის, სხვადასხვა ენაზე თარგმნისა და ხელმისაწვდომობისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: