მთავარი,სიახლეები

სად არიან ქართველი დეპუტატები, როცა პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში რუსი დეპუტატი ზის

20.06.2019 • 1127
სად არიან ქართველი დეპუტატები, როცა პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში რუსი დეპუტატი ზის

მეორე დღეა საქართველოს პარლამენტში მართლმადიდებლობის საერთაშორისო ასამბლეა მიმდინარეობს, რომელსაც რუსეთის დელეგაციაც ესწრება. დღეს რუსი დეპუტატი გავრილოვი, პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში იჯდა, საიდანაც სხდომას რუსულ ენაზე წარმართავდა.

რატომ მიმდინარეობს საქართველოს პარლამენტში სხდომა რუსულ ენაზე და რატომ ზის რუსი დეპუტატი პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში? – „ბათუმელები“ ამ კითხვაზე პასუხის მოპოვებას ცდილობს პარლამენტის უმრავლესობის დეპუტატებისგან, ასევე, სხვა პარტიების წარმომადგენლებისგან. ამ შინაარსის კითხვა „ბათუმელებმა“ პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძესაც გაუგზავნა, თუმცა შეტყობინებას ირაკლი კობახიძე ჯერ არ გამოხმაურებია.

„ჩვენი ახალი პარტიის ყრილობა იწყება და მაგისთვის ახლა ნაღდად არ მცალია,“ – ასე გვიპასუხა ზემოთ დასახელებულ კითხვაზე დეპუტატმა ზვიად კვაჭანტირაძემ, რომელმაც ცოტა ხნის წინ დატოვა უმრავლესობა.

შეტყობინებებს და ზარებს ჯერჯერობით არ პასუხობს პარლამენტის წევრი მმართველი „ქართული ოცნებიდან“ თამარ ხულორდავაც.

„ბათუმელების“ ცდილობს დაუკავშირდეს ამ ფაქტთან დაკავშირებით პარლამენტის სხვა წევრებსაც და გამოხმაურების შემთხვევაში მათ პოზიციებს შემოგთავაზებთ.

ამავე თემაზე:

https://netgazeti.ge/news/373314/?fbclid=IwAR0GMdeWv6WOAaNNKSO8Q7Ny9E9jNK2L59DAS1ALHhPBgXPNk8cC0xN85TE

გადაბეჭდვის წესი


ასევე: