ცხვრის ფარას თუშეთში მწყემსები წელიწადში ორჯერ მიერეკებიან, გაზაფხულსა და შემოდგომაზე: მაისის დასაწყისიდან დასასრულამდე და სექტემბრის ბოლოდან ოქტომბრის შუა რიცხვებამდე.
ეს ფოტოები მწყემსმა არჩილ აქიმიძემ თუშეთში რამდენიმე დღის წინ გადაიღო, როცა სოფელ ფშაველიდან ფარას ომალოსკენ მიერეკებოდა. კადრებზე ცხვრის ფარა გადადის ზღვის დონიდან 2950 მეტრზე მდებარე, თუშეთთან დამაკავშირებელ აბანოს უღელტეხილზე. აქ ამ დროს ჯერ კიდევ დიდია თოვლი და ავტომობილები ვერ მოძრაობს. აბანოს უღელტეხილი ევროპაში ყველაზე მაღალი უღელტეხილია, სადაც საავტომობილო გზა გადის.