ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, დღის 3 საათისთვის, ხულოს საარჩევნო ოლქში ხმა ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 40,6 პროცენტმა მისცა.
ცესკოს მონაცემებით ხულოში სულ 24 123 ამომრჩეველია რეგისტრირებული. აქედან, დღის 3 საათისთვის, არჩევანი 9 782-მა ამომრჩეველმა გააკეთა.
15:00 საათის მდგომარეობით, ამომრჩეველთა აქტიურობა ყველაზე მაღალია საგარეჯოში [56,4%], ხოლო ყველაზე დაბალი – თბილისის №1 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში [21%].
დღეს, 19 მაისს, თბილისში, №1 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში – საქართველოს პარლამენტის შუალედური; მარნეულის, ზესტაფონის, ჭიათურის, ზუგდიდისა და ხულოს მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე და საგარეჯოს, ახმეტის, ადიგენის, ზესტაფონის, ჭიათურის, ტყიბულის, წყალტუბოსა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში საკრებულოების შუალედური არჩევნები იმართება.
ხულოში არჩევნები მას შემდეგ დაინიშნა, რაც პირდაპირი წესით არჩეული მერი გოჩა მელაძე 2018 წლის 17 ოქტომბერს თანამდებობიდან გადადგა.