გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს და ხვალ, 21 მარტის 21 საათიდან 22 მარტის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია უმეტესად ღრუბლიანი ამინდი, დროგამოშვებით იწვიმებს, მაღალ მთაში კი თოვაა მოსალოდნელი.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
ამინდის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:
- დღისით: 8 – 13 გრადუსი
- ღამით: 3 – 8 გრადუსი
მთაში მოსალოდნელია:
- დღისით: 2-7 გრადუსი
- ღამით: 0-3 გრადუსი ყინვა
სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო ორ დღეს, 23-24 მარტს, მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, მაღალ მთაში – თოვა.
_____________
მთავარი ფოტო: „ბათუმელები“, მარიამ ქველიაშვილი