დღეს, 14 თებერვალს, საღამოს, ბათუმთან ახლოს, დაბა ჩაქვის ტერიტორიაზე ავტოავარიის შედეგად 19 წლის გოგო დაიღუპა. გარდაცვლილი ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი იყო.
ინფორმაციას ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ადასტურებენ. მათი ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანა, რომელსაც გოგოს მეგობარი მართავდა, გზიდან გადავიდა და ხრამში გადავარდა, მძღოლმა დაზიანებები მიიღო.
რამ გამოიწვია ავტოსაგზაო შემთხვევა, ჩვენთვის უცნობია – ამ დროისთვის ვერ ვუკავშირდებით შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურს.