ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე, მოპედი მსუბუქ ავტომანქანს შეეჯახა. თვითმხილველის თქმით, მოპედის მძღოლმა შეჯახების შემდეგ ბორდიურს დაარტყა თავი.
მოპედის მძღოლი, 25 წლამდე ბიჭი, რეფერალურ კლინიკაში გადაიყვანეს. სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ცნობით, დაშავებულს თავზე ნახეთქი ჭრილობა ჰქონდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.