ბაგა-ბაღი „აისი“ აღსაზრდელთა მიღებას აცხადებას. თუ თქვენი ბავშვისთვის საბავშვო ბაღს ეძებთ – ბაგა-ბაღი „აისი“ საუკეთესო არჩევანია. ჩვენთან უსაფრთხო, ოჯახური და მეგობრული გარემოა.
ბაღში მცირე – 10-ბავშვიანი ჯგუფებია და თქვენს შვილს აქ ყოფნის პერიოდში ყურადღება არ მოაკლდება. აქვს ფართო სივრცე, მზიანი ოთახები, კლასებში ინვენტარი მორგებულია ყველა ასაკობრივ ჯგუფზე.
დღის რეჟიმი
- სამჯერადი კვება
- შუადღის ძილი
- ეზოში გასეირნება და თამაში
- თანამედროვე მეთოდების გამოყენებით, თამაშით სწავლება
ბაგა-ბაღი მუშაობს სამუშაო დღეებში დილის 8:30-დან საღამოს 19:00 საათამდე. მიიღებიან ბავშვები 1 წლისა და ორი თვის ასაკიდან 6-წლამდე.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 577 53 65 65 ან გვეწვიეთ მისამართზე: ბათუმი, სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩა N24