შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 2018 წლის 27 დეკემბრიდან 2019 წლის 13 იანვრის ჩათვლით, საბაჟო გამშვებ პუნქტებში – ბათუმისა და ქუთაისის აეროპორტები – ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტების ქვეყანაში უკანონოდ შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა.
„ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, პოლონეთის, საბერძნეთისა და ისრაელის მოქალაქეების, რ.ლ.ლ-ს, ლ.ნ.-ს და მ.ნ.-ს კუთვნილი ხელბარგების დეტალური დათვალიერებისას, ნარკოტიკული [47 აბი] და ფსიქოტროპული [37 აბი] ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს“ – აცხადებს შემოსავლების სამსახური.
საქმეთა მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ერთეულებს გადაეცათ.