აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ცნობით, 24 დეკემბრის მონაცემებით, აჭარის რეგიონში გრიპისა და გრიპისმაგვარ დაავადებათა შემთხვევების რაოდენობა ყოველ 100 ათას მოსახლეზე შეადგენს 166-ს (657 შემთხვევა), 44 შემთხვევით მეტს, ვიდრე გასულ კვირას (122 შემთხვევა).
ცენტრის ცნობით, დაავადებათა გავრცელება ჩამორჩება გასული სამი წლის სეზონურ მაჩვენებლებს.
„ჰოსპიტალური შემთხვევების წილი ყოველწლიურად შეადგენს საერთო ჰოსპიტალიზაციის 4-15%-ს, ეპიდემიოლოგიური პიკის დროს კი 20 პროცენტსაც აღწევს.
2018 წლის 51-ე კვირის მდგომარეობით, რესპირაციული სინდრომით ჰოსპიტალურ შემთხვევათა რაოდენობამ კვირის განმავლობაში რეგიონში შეადგინა 125 (გასულ კვირას 51), აჭარაში საერთო ჰოსპიტალიზაციის წილი 12.4%-ია.
მიმდინარე პერიოდში საყრდენი ბაზებით მოპოვებული ინფორმაციით მონაცემებით, აჭარაში ლაბორატორიულად გამოვლენილია გრიპის 3 დადასტურებული შემთხვევა (A – H1/N1) , მათ შორის ერთი ლეტალური გამოსავლით“ – აღნიშნულია აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.