მთავარი,სიახლეები

აქცია ბათუმში უკრაინის მხარდასაჭერად

06.12.2018 • 2287
აქცია  ბათუმში უკრაინის მხარდასაჭერად

დღეს ბათუმში, ანბანის კოშკთან, უკრაინის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა. აქციაზე მოქალაქეებმა რუსეთის აგრესიული ქმედებები გააპროტესტეს და მხარდაჭერა გამოუცხადეს უკრაინელ ხალხს ერთიანი მტრის წინაშე.

“დღეს უკრაინის შეიარაღებული ძალების დღეა და რადგანაც ჩვენ ბევრი უკრაინელი მეგობარი გვყავს, და ზოგადად, ძალიან დადებითად ვართ უკრაინელები და ქართველები ერთმანეთის მიმართ განწყობილნი, ჩავთვალეთ საჭიროდ გამოვსულიყავით და ერთგვარი მხარდაჭერა გამოგვეხატა ჩვენი ერთად შეკრებით უკრაინელების მიმართ და დაგვეგმო ის თემები, რაც დღეს საქართველოსაც აწუხებს. იმ აზრს, რომ რუსეთი ოკუპანტია, იზიარებს არა მარტო საქართველო და უკრაინა, არამედ მთელი მსოფლიო,” – ამბობს აქციის ორგანიზატორი ედო მჟავანაძე .

აქციის კიდევ ერთი მონაწილე პაატა ძიძიგური ამბობს, რომ ასეთი მხარდასჭერი აქციები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი მტრის წინაშე, როგორიც რუსეთია: “როგორც მეგობრობა არ არსებობს ცალმხრივი, ისეთი რამ ხდება სახელმწიფოებს შორისაც. როცა ერთი შემაწუხებელი სახელმწიფო გვყავს ორივე ქვეყანას, უნდა დავუდგეთ ერთმანეთს გვერდში.”

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: