მთავარი,სიახლეები

ბათუმის პორტში 11 თვის განმავლობაში მყოფ გემის ეკიპაჟს სახელფასო დავალიანებას აუნაზღაურებენ

27.11.2018 • 1781
ბათუმის პორტში 11 თვის განმავლობაში მყოფ გემის ეკიპაჟს სახელფასო დავალიანებას აუნაზღაურებენ

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ცნობით,  გემ „ალიქან კარტალის“ ქართველ მეზღვაურებს თურქი გემთმფლობელი სახელფასო დავალიანებას მიღწეული შეთანხმების პირობების შესაბამისად აუნაზღაურებს.

გემი 2018 წლის ივლისიდან ბათუმის ნავსადგურში დგას. ეკიპაჟის წევრები ხელფასს თვეების განმავლობაში არ იღებდნენ.

„მნიშვნელოვანია, რომ მეზღვაურთა საერთაშორისო პროფკავშირის ITF და საქართველოს მეზღვაურთა პროფკავშირის დახმარებით მოხერხდა ეკიპაჟის უცხოელი წევრების (გემზე იმყოფებოდნენ ირანელი, უკრაინელი და ინდოელი მეზღვაურებიც) დაბრუნება სამშობლოში. მოლაპარაკებაში ჩართულმა მხარეებმა დღეს, 27 ნოემბერს, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ადმინისტრაციულ შენობაში შეხვედრა გამართეს გემის კაპიტანთან თამაზ გოგიტიძესთან. შეხვედრას დაესწრნენ: საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის მოადგილე ივანე აბაშიძე, აჭარის მთავრობის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი ალექსანდრე დავითაძე და საქართველოს მეზღვაურთა პროფკავშირის თავმჯდომარე ანატოლი ჩიჯავაძე,“ – აღნიშნულია საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამავე თემაზე: 

ბათუმის პორტში მდგარი ავარიული გემის ეკიპაჟი ხელფასს რვა თვეა ელოდება

 

გადაბეჭდვის წესი