გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 24 ოქტომბრის 21 საათიდან 25 ოქტომბრის 21 საათამდე ბათუმში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით – უმეტესად უნალექოდ, დღის მეორე ნახევრიდან დროგამოშვებით იწვიმებს, ზოგან – ძლიერად.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში, დღის მეორე ნახევრიდან კი გაძლიერება 17-22 მ/წმ-დე.
ამინდის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:
- დღისით: 18 – 23 გრადუსი
- ღამით: 12 – 17 გრადუსი
მთაში მოსალოდნელია:
- დღისით: 10 – 15 გრადუსი
- ღამით: 2 – 7 გრადუსი
ზღვის წყლის ტემპერატურა აჭარის სანაპიროზე 19.5 გრადუსია. ტალღის სიმაღლე 15-20 დმ [4-5 ბალი].
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 26-27 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლებაა მოსალოდნელი, მაღალმთაში – თოვლი, ზოგან ძლიერი ქარი, ზღვაზე შესაძლებელია 4-5- ბალიანი შტორმი.
___________
ფოტო: „ბათუმელები“, თამარ ნერგაძე