საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვებ პუნქტ „სარფის“ გავლით, საქართველოში მალულად შემოიტანეს დიდი ოდენობით 2 კგ-მდე არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები.
„საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებული ოქროს ნაწარმის საერთო საბაჟო ღირებულება 100 000 ლარს აღემატება.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე ვადით“.
საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, პასუხისგებაში მიეცა სამი პირი.