მთავარი,სიახლეები

ქვაომხაზე – კლდე ზღვაში

17.07.2018 • 5860
ქვაომხაზე – კლდე ზღვაში

სარფის პლაჟი შავი ზღვის სანაპიროს პლაჟებიდან ყველაზე მოკლეა და სულ რაღაც 500 მეტრს შეადგენს. ყოველწლიურად ასობით ტურისტი ირჩევს ამ ადგილს დასასვენებლად. მიზეზი სუფთა ზღვა და ზღვის პირას აღმართული კლდეებია.

ქვაომხაზე – ასე ჰქვია ლაზურად იმ უზარმაზარ ლოდს, რომელსაც აუცილებლად დაინახავთ, თუკი სარფში ჩახვალთ. ლოდი ზღვაშია „ჩავარდნილი“. ზაფხულში იშვიათად რომ ცარიელი იყოს. ადგილობრივებისთვის, ისევე როგორც  ტურისტებისთვის,  ქვაომხაზედან შავ ზღვაში ჩახტომა ერთგვარი ექსტრემია.

სიტყვა „ქვაომხაზე“ ლაზურად დაღარულ, ნაჭდევებიან ქვას ნიშნავს ან „ქვამიჯნას“, ზღვარს. ლაზებს ეს ადგილი განსაკუთრებულად უყვართ.

ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

https://www.facebook.com/batumelebi/videos/849762955223433/

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: