მთავარი,სიახლეები

ჩაქვის გვირაბთან ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა

16.07.2018 • 3331
ჩაქვის გვირაბთან ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა

ჩაქვის გვირაბთან ორი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა. ავარიის შედეგად სამი ადამიანია დაშავებული.

სასწრაფო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, დაშავებულები კრიტიკულ მდგომარეობაში არ იმყოფებიან. „ორი კაცი და ერთი ქალია დაშავებული. ერთი რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი, მეორე ბათუმის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში, მესამე დაშავებული კი „მედცენტრში“ გადაიყვანეს“.

შსს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: