ხელვაჩაურის მერიამ ეკომიგრანტებისთვის საცხოვრებელი მრავალბინიანი სახლის დაპროექტებასა და მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 3 335 145 ლარია გამოყოფილი.
სოციალური სახლი, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ორთაბათუმში, მდინარე ყოროლისწყლის ნაპირთან, 2019 წლის დეკემბრამდე უნდა აშენდეს. სამშენებლო ტერიტორია 13 844 კვ/მ-ია.
მრავალბინიან სახლში იქნება 39 ბინა. აქედან 10 ბინა იქნება ოროთახიანი [თითოეული ბინის ფართობი – 55 კვ/მ], 25 ბინა – სამოთახიანი [75 კვ/მ], ხოლო 4 ბინა ოთხოთახიანი [95 კვ/მ] იქნება.
ტენდერში წინადადებების მიღება 2018 წლის 18 ივლისს დაიწყება და 23 ივლისს დასრულდება.