გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, უახლოეს დღეებში აჭარასა და ქალაქ ბათუმში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ზოგან – დროგამოშვებით ხანმოკლე, ძლიერი წვიმა.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
ამინდის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:
- დღისით: 20 – 25 გრადუსი
- ღამით: 10 – 15 გრადუსი
მთაში მოსალოდნელია:
- დღისით: 10 – 15 გრადუსი
- ღამით: 3 – 8 გრადუსი
ზღვის წყლის ტემპერატურა აჭარის სანაპიროზე უკვე 16,5 გრადუსია.
16-17 მაისს აჭარაში მოსალოდნელია ძირითადად უნალექო ამინდი. ამინდის გრძელვადიანი პროგნოზის თანახმად, ბათუმში ტემპერატურა კვირის ბოლოს მოიმატებს და 29 გრადუსს მიაღწევს.
______________
მარიამ ქველიაშვილის ფოტო