აჭარის უმაღლესი საბჭოს ინფორმაციით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში უმაღლეს საბჭოში ხელფასებში, ჯამში, 817 994 ლარი დაიხარჯა, რაც 4 598 ლარით მეტია გასული წლის ამავე პერიოდში გაცემულ ხელფასებთან შედარებით.
უმაღლეს საბჭოში თავმჯდომარის ხელფასი – 5 750 ლარი, მისი მოადგილის – 4 900, კომისიის თავმჯდომარის – 4 700, ხოლო უმაღლესი საბჭოს წევრის – 3 900 ლარია. უმაღლეს საბჭოში ხელფასების რაოდენობის შესახებ დეტალურად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.
2018 წლის იანვარ-მარტში უმაღლესმა საბჭომ ჯამში 27 175 ლარის საწვავი გახარჯა, რაც 168 ლარით მეტია გასულ წლის პირველ კვარტალში მოხმარებულ საწვავთან შედარებით.
მიმდინარე წლის აპრილის თვეში კი, უმაღლეს საბჭოზე რიცხულ ავტომანქანებზე ჯამში 5 ტონამდე საწვავი დაიხარჯა. ყველაზე მეტი საწვავი იმ ავტომანქანებზე გაიცა, რომლებიც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს ემსახურება – 563 ლიტრი:
აჭარის უმაღლესი საბჭოს შენახვა მიმდინარე წელს აჭარის ბიუჯეტს ჯამში 4 846 800 ლარი დაუჯდება, საიდანაც პირველ კვარტალში საბჭომ უკვე გახარჯა 1 157 955 ლარი. აჭარის საკანონმდებლო ორგანოში, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, 71 208 ლარით მეტი დაიხარჯა, ვიდრე გასული წლის იმავე პერიოდში.
ამავე თემაზე:
https://batumelebi.netgazeti.ge/news/112138/