„შეგროვილი ნივთები ორი სატვირთო მანქანით გადავიტანეთ. არის ტანსაცმელი და პირველადი მოხმარების საოჯახო ნივთები. ჰუმანიტარული დახმარება ქობულეთსა და ბათუმში მცხოვრებ 80-მდე სოციალურად დაუცველ ოჯახს გადაეცემა. მათ შორის, მრავალშვილიან ოჯახებს და მარტოხელა დედებს,“-ამბობს ორგანიზაციის ხელმძღვანელი თიკო აბაშიძე.
თიკო აბაშიძის თქმით, საქველმოქმედო ორგანიზაცია სოციალურად დაუცველი ოჯახების დასახმარებლად ჰუმანიტარული ტვირთის მიღებას გააგრძელებს.