მედიაწიგნიერების კონკურსი მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებისთვის

კომუნიკაციების კომისია და „მედიააკადემია“ მოზარდებისთვის აცხადებს კონკურსს – „ნამდვილი თუ მოგონილი?!“.  კონკურსში მონაწილეობის მიღება 14 მაისიდან 14 ივნისის  ჩათვლით შეუძლია მე-9, მე-10 და მე-11 კლასის ყველა მოსწავლეს.

მოსწავლეებმა უნდა აღმოაჩინონ ქართულ მედიასივრცეში, მათ შორის – ინტერნეტში, ტელევიზიასა და ბეჭდურ მედიაში გავრცელებული ყალბი ინფორმაცია – “Fake News”, რომელიც ეხება საქართველოში განვითარებულ მოვლენებს და ჯერ არ ყოფილა დადასტურებული, როგორც ყალბი ინფორმაცია. მოსწავლეებმა უნდა წარმოადგინონ ინფორმაციის აღმოჩენის გზა, შესაბამისი წყარო და პარალელურად, დაადგინონ რეალური ფაქტები.

მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებმა საკუთარი ნამუშევრები 2020 წლის 14 მაისიდან 14 ივნისის ჩათვლით უნდა წარადგინონ შემდეგ ბმულზე – https://tiny.cc/oggb6y

კონკურსის მონაწილეებს თავად შეუძლიათ შეარჩიონ ფორმატი – ვიდეო ან მულტიმედიური ნამუშევარი, პრეზენტაცია ან სხვა ალტერნატიული ფორმა. აუცილებელია ნებისმიერი ფორმატის ნაშრომს ახლდეს გამოყენებული წყაროების ჩამონათვალი.

კონკურსის „ნამდვილი თუ მოგონილი“ წესებისა და დეტალური ინფორმაციის ნახვა შეგიძლიათ კომუნიკაციების კომისიის მედიაწიგნიერების ფეისბუქგვერდზე და კომისიის ვებგვერდზე: www.gncc.ge .