აჭარის მთავრობისა და ბათუმის მერიის კომპანიებმა 11 მილიონი იზარალეს – აუდიტი

ორ წელში ჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და ბათუმის მუნიციპალურმა 12-მა საწარმომ ჯამში 11,2 მილიონზე მეტი ლარი იზარალა. აუდიტის განცხადებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი, შესაბამის ზედამხედველობას არ უწევდნენ იმ შპს-ების საქმიანობას, რომლებშიც წილებს თავად ფლობენ და არ ტარდება შესაბამისი მმართველობითი ღონისძიებები.

„შედეგად, 14 შპს-ს ფინანსური შედეგი დასრულებული აქვს ზარალით, 7 შპს არ ფუნქციონირებს და მათ საკუთრებაში არსებული აქტივების ძირითად ნაწილზე მიმდინარეობს სამართლებრივი პროცედურები, მათ შორის, 3 შპს-ის დამფუძნებლებს არ ჰქონდათ ინფორმაცია მათი არსებობის შესახებ, თუმცა საჯარო რეესტრის მონაცემებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოებია. ასევე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მმართველობაში მყოფ 10 შპს-ზე დადგა გადახდისუუნარობის და გაკოტრების წინაპირობა, რითაც სახელმწიფო ბიუჯეტს შესაძლოა მიადგეს ზიანი“, – აღნიშნულია აუდიტის ანგარიშში, რომელიც 2017-18 წლებს მოიცავს.

წყარო: აუდიტი

აუდიტის ანგარიშიდან:

[crosslist]

[/crosslist]

ამ თემაზე:

„სარაგბო კლუბ ბათუმის“ მასაჟისტი მწვრთნელად და დაცვის უფროსადაც იყო დანიშნული 
„რესპუბლიკურის“ მშენებელ კომპანიას 42 ათასი ლარი ჯარიმა არ გადაახდევინეს

[red_box]აჭარისა და ბათუმის ქონების ფასი მთავრობამ სავარაუდოდ შეამცირა და იაფად გაყიდა[/red_box]