BIAFF 2019 – მოკლემეტრაჟიანი ფილმების საკონკურსო პროგრამა და ჟიური

ბათუმის საავტორო ფილმების მე-14 საერთაშორისო კინოფესტივალის მენეჯმენტმა 2019 წლის საერთაშორისო კონკურსის პროგრამისთვის  ფილმების შერჩევა დაასრულა.  კინოფესტივალის [BIAFF] დამფუძნებელმა ზვიად ელიზიანმა წლევანდელი ფესტივალის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საკონკურსო პროგრამა და ჟიურის შემადგენლობა გამოაქვეყნა.

წელს მოკლემეტრაჟიანი ფილმების საკონკურსო სექციაში  25 ფილმი იქნება წარმოდგენილი, საიდანაც 6 ქართველი რეჟისორის ნამუშევარია. ეს ფილმებია:

[checklist]

[/checklist]

მოკლემეტრაჟიანი ფილმების კონკურსის ნომინაციებია – საუკეთესი ფილმი და ჟიურის სპეციალური პრიზი.

საერთაშორისო ჟიური შედგება 3 წევრისგან – ოთარ შამათავა – თავმჯდომარე [საქართველო], პოლ ტილჯეს [ლუქსემბურგი], დავიდ ლორენცი [გერმანია].

BIAFF ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილი კინოჩვენებები კინოთეატრ „აპოლოში“ და სასტუმრო “Wyndham”-ის  საკონფერენციო დარბაზში გაიმართება. კინოჩვენებები გაიმართება ასევე ღია ცის ქვეშ ევროპის მოედანზე.

კინოჩვენებებზე დასწრება უფასოა. კინოთეატრ „აპოლოში“ ჩვენებებზე დასწრებისთვის ე.წ.„უფასო ბილეთების“ აღება იქნება საჭირო [რაც დაჯავშნის და კონტროლისთვის გამოიყენება] კინოთეატრში [აპოლო] BIAFF ინფოცენტრში.

კინოფესტივალზე აკრედიატაცია სხვადასხვა მედიის წარმომადგენლებს შეუძლიათ რეგისტრაციის მეშვეობით ფესტივალის საიტზე: https://biaff.org/media-acreditation 

ბათუმის კინოფესტივალი ჩატარდება 2019 წლის 15-22 სექტემბერს.

ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი 2006 წელს დაარსდა და მისი ორგანიზატორია  ბათუმის ხელოვანთა სახლი „არგანი“.