მილიარდერი ქართულ პოლიტიკაში, 3 წლით

მოამზადა ნათია ზოიძემ
ქართველი მილიარდერი, რომელსაც პოლიტიკაში მოსვლის სურვილი გაუჩნდა, მზად არის, 14 ოქტომბერს საზოგადოებრივ მაუწყებელზე პირველად ღია ეთერში გამოჩნდეს და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხოს. სანამ ქართული მედია მსჯელობს, იყო თუ არა კორექტული მედიისადმი გაგზავნილ მიმართვაში ივანიშვილი, საერთაშორისო მედია აქცენტს „უჩინარი მილიარდერის პროდასვლელ სააკაშვილისთვის“ გაგზავნილ გამოწვევაზე აკეთებს.

Read more of this post

ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის 7 ოქტომბრის განცხადება

ბიძინა ივანიშვილი

სრული ტექსტი

„მიხეილ სააკაშვილის მიერ ხელისუფლების ტოტალურმა მონოპოლიზებამ და ჩატარებულმა კონსტიტუციურმა ცვლილებებმა, რომელთა მიხედვითაც ნათლად ვლინდება სააკაშვილის სურვილი , ყველანაირი კონსტიტუციური ვადის ამოწურვის მიუხედავად, შეინარჩუნოს ძალაუფლება და დარჩეს ხელისუფლების სათავეში, მიმაღებინა გადაწყვეტილება, შევქმნა პოლიტიკური პარტია და მონაწილეობა მივიღო 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში.
Read more of this post

ბიძინა ივანიშვილი – მიზიდულობის ახალი ცენტრი ქართულ პოლიტიკაში?

ავტორი: ნათია ზოიძე

ინტერვიუ ფილოსოფოს ზაზა ფირალიშვილთან 

 - ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლის წინმსწრები განცხადება უკვე შეაფასეს. პოლიტიკოსების უმრავლესობამ განაცხადა, რომ ეს მოსალოდნელი იყო. რას ფიქრობთ, ბიზნესიდან პოლიტიკაში გადანაცვლება ლოგიკური და მოსალოდნელი შედეგია?
- თავისთავად ცხადია, ბიზნესიდან პოლიტიკაში გადასვლის არავითარი ლოგიკური აუცილებლობა არ არსებობს, თუმცა, ხშირად ხდება ეს.

დღეს საქართველოში ამ ორ სფეროს შორის ზედმეტად მაღალი ხარისხის ბმაა. უფრო მეტიც: ხშირად გვიჭირს საზღვარი გავავლოთ პოლიტიკასა და ბიზნესს, პოლიტიკოსსა და ბიზნესმენს შორის. არადა, ქვეყანა სტაბილურად და თანამიმდევრულად ვითარდება მაშინ, როდესაც ეს ზღვარი არსებობს. ნორმალურია, როდესაც ბიზნესს პოლიტიკური ლობი ჰყავს, მაგრამ არანორმალურია, როდესაც ბიზნესმენი იძულებულია, თავად ჩაერთოს აქტიურ პოლიტიკაში, რადგან სხვანაირად პოლიტიკოსების მადას თავს ვერ დააღწევს – ურჩევნია, საკუთარი პოლიტიკური პარტია არჩინოს, ვიდრე მუდმივად შანტაჟისა და უკანონო დაბეგვრების საფრთხის წინაშე იყოს.
Read more of this post

განახლებული ახალი მემარჯვენეები

ავტორი: ნათია ზოიძე

ახალმა მემარჯვენეებმა ბათუმში აჭარის რეგიონული ორგანიზაცია დააარსეს. რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარედ პაატა მგელაძე წარადგინეს. აქამდე მგელაძე საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარე იყო. პარტიას აჭარის რეგიონული ორგანიზაცია კი, საერთოდ არ ჰქონდათ.

დავით გამყრელიძემ განაცხადა, რომ ახალი მემარჯვენეები მომავალ საპრალემენტო და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებენ მონაწილეობას და პოლიტიკურ ბლოკს არც ერთ პოლიტიკურ პარტიასთან არ შექმნიან.
კითხვაზე – რეგიონებში ბოლო პერიოდში თქვენი პარტიული ოფისები იხურებოდა. ახლა როგორ აპირებთ ისევ ამოქმედებას? გამყრელიძე პასუხობს – „ჩვენ გვაქვს სრულიად ახალი სტრატეგია მიზნის მისაღწევად. სიმბოლიკის ცვლილების გარდა, პარტიული სტრუქტურაში იქნება ცვლილებები და გაძლიერდა რეგიონული პარტიები, გვეყოლება ახალი სახეებიც. რადიკალიზმმა თავი ამოწურა“.
პაატა მგელაძე არ აკონკრეტებს, ვინ არიან აჭარის რეგიონული ორგანიზაციის ახალი სახეები. მხოლოდ იმას ამბობს, რომ ისინი საზოგადოებისთვის მისაღები პირები იქნებიან.
დღევანდელ შეკრებაზე არ ყოფილა არმაზ კახიძე, რომელიც ბათუმში ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნების დროს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად მემარჯვენეების კვოტით იყრიდა კენჭს.
ახალი მემარჯვენეების აჭარის ორგანიზაციის ოფისი ბათუმის ბულვარის შესასვლელთან მდებარეობს, გამსახურდიას #4-ში. პაატა მგელაძე ამბობს, რომ ოფისისთვის ეს ბინა არ უყიდიათ. „ბინა დავით გამყრელიძის მეგობარს ეკუთვნის, რომელიც მოსკოვში ცხოვრობს და მან მეგობარს 500 ლარად, სიმბოლურ ფასად მიაქირავა“.
ახალი მემარჯვენეები მედიის ყურადღების ცენტრში განსაკუთრებულად ივნისში მოექცნენ, როცა ოპოზიციური რვიანი დაიშალა და საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები დასრულებულად გამოცხადდა. ჯგუფში შემავალმა ორმა პარტიამ – ქრისტიან დემოკრატებმა და ახალმა მემარჯვენეებმა ხელისუფლებასთან შეთანხმებას მიაღწიეს და დოკუმენტს ხელი 27 ივნისს მოაწერეს.

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 678 other followers