ბიძინა ივანიშვილი – მიზიდულობის ახალი ცენტრი ქართულ პოლიტიკაში?

ავტორი: ნათია ზოიძე

ინტერვიუ ფილოსოფოს ზაზა ფირალიშვილთან 

 - ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლის წინმსწრები განცხადება უკვე შეაფასეს. პოლიტიკოსების უმრავლესობამ განაცხადა, რომ ეს მოსალოდნელი იყო. რას ფიქრობთ, ბიზნესიდან პოლიტიკაში გადანაცვლება ლოგიკური და მოსალოდნელი შედეგია?
- თავისთავად ცხადია, ბიზნესიდან პოლიტიკაში გადასვლის არავითარი ლოგიკური აუცილებლობა არ არსებობს, თუმცა, ხშირად ხდება ეს.

დღეს საქართველოში ამ ორ სფეროს შორის ზედმეტად მაღალი ხარისხის ბმაა. უფრო მეტიც: ხშირად გვიჭირს საზღვარი გავავლოთ პოლიტიკასა და ბიზნესს, პოლიტიკოსსა და ბიზნესმენს შორის. არადა, ქვეყანა სტაბილურად და თანამიმდევრულად ვითარდება მაშინ, როდესაც ეს ზღვარი არსებობს. ნორმალურია, როდესაც ბიზნესს პოლიტიკური ლობი ჰყავს, მაგრამ არანორმალურია, როდესაც ბიზნესმენი იძულებულია, თავად ჩაერთოს აქტიურ პოლიტიკაში, რადგან სხვანაირად პოლიტიკოსების მადას თავს ვერ დააღწევს – ურჩევნია, საკუთარი პოლიტიკური პარტია არჩინოს, ვიდრე მუდმივად შანტაჟისა და უკანონო დაბეგვრების საფრთხის წინაშე იყოს.
Read more of this post

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 678 other followers