კალაძის ეროვნული ნაკრებიდან წასვლის თაობაზე ბათუმის „დინამოს“ ფანკლუბის ოფიციალური განცხადება

ავტორი: ბათუმის „დინამოს“ ფანკლუბი – „შავი ზღვის მეკობრეების/Black Sea Pirates“

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელი, ეროვნული ნაკრების უკვე ყოფილი კაპიტანი, კახა კალაძე ნაკრებიდან წავიდა.
1993 წლიდან კახამ საქართველოს 17, 19, 21 წლამდე და ეროვნულ ნაკრებში, საერთო ჯამში, 92 მატჩი ჩაატარა. ნაკრებში თამაშობდა მაშინაც კი, როდესაც, მას ძმა მოუკლეს. ეროვნულ გუნდში გამოსვლაზე უარი არასოდეს უთქვამს. Read more of this post

ბექა ჭელიძე საქართველოს ჩემპიონია

გუშინ თბილისში, არმიის სპორტული კლუბის დარბაზში თავისუფალი სტილით ჭიდაობაში 55, 66, 84 და 120 კილოგრამ წონით კატეგორიებში საქართველოს ჩემპიონები გამოვლინდნენ.   Read more of this post

ფეხით ღრუბლებამდე

ავტორი: მირანდა მიქაძე

ღრუბლებით დაფარული სამყაროთი რამდენიმე წუთით  ტკბობისთვის, მწვერვალებსა და მთაზე შეყვარებული ადამიანები, შიშისა და სირთულეების მიუხედავად, მწვერვალებისკენ ფეხით მიიწევენ. მთამსვლელთა და მეკლდეურთა კავშირი ბათუმშიც არსებობს. Read more of this post

მალხაზ ზარქუას ოლიმპიური ლიცენზია

ავტორი: მირანდა მიქაძე

თავისუფალი სტილით მოჭიდავე ფალავნებმა 12-18 სექტემბერს სტამბულში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ლონდონის ოლიმპიადის ოთხი ლიცენზია მოიპოვეს. ბრინჯაოს მედალოსნები გახდნენ დავით ხუციშვილი (74 კგ), დავით მარსაგაშვილი (84), დავით მოძმანაშვილი (120). Read more of this post

ცურვის მწვრთნელები მოცურავეების გარეშე

ავტორი: მირანდა მიქაძე

ცურვაში აჭარის ნაკრები გუნდი, რომელიც ეროვნულ შეჯიბრებებზე წარმატებით ასპარეზობდა, წელიწადნახევრის წინ დაიშალა. მწვრთნელის, საშა ცინცაძის თქმით, გუნდის დაშლის მიზეზი უფულობა გახდა. ბათუმის მერიაში აცხადებენ, რომ მოცურავეები დიდ თანხას ითხოვდნენ, რისი დაფინანსებაც მათ არ შეეძლოთ. ბათუმელი მოცურავეები, რომლებმაც შეიძლება შეჯიბრებებში კვლავ წარმატებით იასპარეზონ, აღარ არსებობენ. მწვრთნელები კი, ცურვას სასტუმროების აუზის მომხმარებლებს ასწავლიან.

Read more of this post

მიზანი -ოლიმპიური ჩემპიონობა

ავტორი:მირანდა მიქაძე

გია მაჭავარინი 105კგ.

წელს რუსეთის ქალაქ ყაზანში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ჩაქველმა ძალოსანმა გია მაჭავარიანმა (105კგ) ვერცხლის მედალი მოიპოვა. ამჟამად ის საქართველოს ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადება, რომელიც ოლიმპიადის სალიცენზიო ტურნირიცაა. Read more of this post

ველობილიკი ოლიმპიადამდე

ავტორი: მირანდა მიქაძე

ფოტო: მირანდა მიქაძე

ფოტო: მირანდა მიქაძე

24 წლის ველომრბოლელი გიორგი ნადირაძე, რომელიც საქართველოს 14-გზის ჩემპიონია, ყოველდღე მწვანე კონცხისა და ციხისძირის გზაზე ვარჯიშობს. ის ლონდონის ოლიმპიადის სალიცენზიო ტურნირებისთვის ემზადება. Read more of this post

ვერცხლი და სამი ბრინჯაო პოლონეთიდან

ავტორი: მირანდა მიქაძე

ფოტო: მირანდა მიქაძე

ფოტო: მირანდა მიქაძე

აჭარის ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე კადეტებმა 8-14 აგვისტოს პოლონეთის დედაქალაქში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ერთი ვერცხლისა და სამი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. Read more of this post

ჩემპიონის ცხოვრება და ოცნება

ავტორი: მირანდა მიქაძე

ფოტო: მირანდა მიქაძე

15 წლის ასაკში ფეხი მოიტეხა და ჭიდაობას თავს ანებებდა, მაგრამ ძალიან მალე ის საქართველოს კადეტთა და ახალგაზრდული ნაკრების წევრი და წარმატებული მოჭიდავე გახდა. რამდენიმე დღის წინ კი რუმინეთის დედაქალაქში მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. Read more of this post

არჩილ თურმანიძის პოლონური ვერცხლი

ავტორი: მირანდა მიქაძე

არჩილ თურმანიძე

არჩილ თურმანიძე

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის წინ ძალები პოლონურ ხალიჩაზე მოსინჯა. ვლადისლავ პეტლიასინსკის მემორიალი ქართველი ფალავნებისათვის სექტემბერში თურქეთის ქალაქ სტამბულში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატისთვის ბოლო სასტარტო შეჯიბრება იყო. ამ ტურნირზე ნაჩვენები შედეგების მიხედვით მსოფლიო ჩემპიონატზე გასამგზავრებელი ნაკრები ნაწილობრივ დაკომპლექტდება.

Read more of this post

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 29 other followers