ადვოკატების დაკავება

სამართალდამცავებმა გასულ შაბათს რამდენიმე მოქალაქე დააკავეს თაღლითობის ბრალდებით, მათ შორის ორი მოქმედი ადვოკატია. დაკავებულები არიან ბათუმში მცხოვრები ადვოკატები – ა.ხ. და ნ.ჯ. პოლიციის ინფორმაციით, მათთან ერთად დააკავეს თბილისში მცხოვრები ქალი – მ.პ. რომელიც ჯგუფის ორგანიზატორად განიხილება. ერთ-ერთი დაკავებული ადრე საგამოძიებო ორგანოში მუშაობდა.
Read more of this post

მძიმე ავადმყოფობით დაავადებული პატიმრები დიეტური საკვებით დაკმაყოფილებას ვერ ახერხებენ

უფლებადაცვითი, საზოგადოებრივი ორგანიზაცია `ახალგაზრდები სამართლიანობისათვის – საქართველო” საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მყოფი, ავადმყოფი პატიმრების დიეტური საკვებით უზრუნველყოფას მოითხოვს. Read more of this post

სტატისტიკა მოსამართლეების შესახებ

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეები

ავტორი: ეთერ თურაძე
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდის ცნობით, საქართველოს რაიონულ სასამართლოებში, ქვეყნის მასშტაბით, 69 მოსამართლეა დასაქმებული, მაშინ როცა 138 მოსამართლის შტატი არსებობს. იუსტიციის საბჭოს რეზერვში 30 მოსამართლე ჰყავს, კიდევ 100-მდე იურისტს კი მოსამართლის სასერტიფიკატო გამოცდები აქვს ჩაბარებული. გასულ კვირას „ბათუმელბი“ არკვევდა, რამდენად არის შესაძლებელი ასეთ პირობებში ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელება.
Read more of this post

21 მაისის აქციის მონაწილეთა პროცესის დასასრული

21 მაისი: პოლიცია და აქციის მონაწილეები

ავტორი: გაზეთი ბათუმელები

„2 წელი პატიმრობა, 2 წელი პირობითი, ბრალის აღიარების გარეშე დამტკიცებულია“, – ეს სასჯელი მიესჯება საბოლოოდ ბრალდებულ ცოტნე ანანიძეს, რომელსაც 21 მაისის აქციის სხვა მონაწილეების მსგავსად, სისხლის სამართლის 2 მუხლით ჰქონდა ბრალი წაყენებული. ეს შეთანხმება, ჯერჯერობით, მხოლოდ განსასჯელსა და პროკურატურას შორის შედგა. მისი გაფორმების პატივი მოსამართლე გიორგი ქაშაკაშვილს ექნება. Read more of this post

მკვლელობა აჭარის სოფელში – სახელების გარეშე

მკვლელობის ადგილი

ავტორი:ნინო ყიფშიძე
2011 წლის 3 დეკემბერს, ქობულეთის რაიონის ერთ-ერთ სოფელში მკვლელობა მოხდა. მოქალაქე X-მა მეორე დღესვე დანაშაული აღიარა. იგი ნათესაურ კავშირში იმყოფებოდა მოკლულ 46 წლის Y-თან. მკვლელობის საქმეში ფიგურირებს ქალი, რომლის არასასურველ ორსულობას მხარეები დანაშაულის ჩადენის მიზეზად ასახელებენ და რომელიც დაზარალებულისა და მკვლელის ოჯახის წევრია (ამიერიდან მოხსენიებული როგორც ქალი X).
Read more of this post

საქართველოში კრიმინალი გაქრა (?!)

ავტორი: ლელა დუმბაძე

საქართველოს შს მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა რამდენიმე დღის წინ ლანჩხუთში პოლიციის მორიგი გამჭვირვალე შენობა ბავშვებთან ერთად საზეიმოდ გახსნა: „ამ ბავშვებს ვულოცავ, რომ ექნებათ ასეთი ლამაზი პოლიცია და დარწმუნებული ვარ, ამ პოლიციაში მომუშავე ადამიანი და ეს ბავშვებიც იმუშავებენ, იქნება დაკავებული მხოლოდ მომსახურებით, სერვისით და არ იქნება დაკავებული კრიმინალით, რადგან საქართველოში კრიმინალი გაქრა“.
შემდეგ ვანო მერაბიშვილმა ბავშვებთან ერთად შესძახა: „ლანჩხუთის პოლიციას გაუმარ-ჯოს!“.
Read more of this post

საიამ ადამიანის უფლებს დარღვევის ფაქტები შეაჯამა

ავტორი: ლელა დუმბაძე

საქართველოს იურისტთა ასოციაციის ბათუმის ფილიალმა, „პრესკაფეში“ ადამიანის უფლებების და თავისუფლებების დარღვევის ფაქტებზე წლის ანგარიში წარმოადგინა. „ეს არ არის მთლიანი რეგიონის ანალიზი, არამედ განზოგადებულია ის საქმეები რომელიც ჩვენ გვქონდა წარმოებში წლის განმავლობაში და კონსულტაციას ან სხვა სამართლებრივ დახმარებას ვუწევდით იმ პირებს ვისი უფლებებიც დაირღვა“,- ამბობს საიას რეგიონული ფილიალის ხელმძღვანელი პაატა ჯალაღონია. Read more of this post

ბათუმი სიკვდილით დასჯის წინააღმდეგ

 ავტორი: ნანა კვაჭაძე 

ბათუმი ერთადერთი ქალაქია საქართველოში, რომელიც 2005 წლიდან უერთდება მოძრაობას „ქალაქები სიკვდილით დასჯის წინააღმდეგ”. მოძრაობა, რომელიც ამჟამად 1403 ქალაქს აერთიანებს, იტალიაში დაარსდა წმინდა ეჯიდიოს საზოგადოების მიერ. მოძრაობა ყოველი წლის 30 ნოემბერს მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში აპროტესტებს სიკვდილით დასჯას და მონაწილე ქალაქები სხვადასხვა შემოწირულობებით ცდილობენ სიკვდილმისჯილ ადამიანებს დაუქირავონ კვალიფიციური ადვოკატი და გადაარჩინონ მათი სიცოცხლე.

ბათუმის „პრესკაფეში“ ამ თემაზე გამართულ შეხვედრას დღეს მხოლოდ რამდენიმე ადამიანი ესწრებოდა. სვეტა კუდბამ, წმინდა ნინოს და წმინდა ფრანჩესკას საქველმოქმედო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, „ბათუმელებთან” აღნიშნა, რომ ეს გულგრილობა გარკვეულწილად უკავშირდება მოქალაქეების შიშს, რომლებიც ფიქრობენ, რომ ნებისმიერ აქციაში მონაწილეობა ავტომატურად ნიშნავს ხელისუფლების წინააღმდეგ გამოსვლას, მეორეს მხრივ მოქალაქეები თვლიან, რომ ეს მათი პრობლემა არ არის: „ხშირად მომისმენია, „ჩვენთან ხომ არ არის სიკვდილით დასჯა”, „ჩვენ ხომ არ გვეხება ეს“. არც ყირგიზეთში იყო, მაგრამ წელს აქტიურად საუბრობენ იმაზე, რომ შესაძლოა სიკვდილით დასჯა ისევ შემოიღონ. რა გარანტიაა, რომ ჩვენთანაც არ დაიწყება ამაზე საუბარი. ვამბობთ, რომ ევროპისკენ მივდივართ, მაგრამ ქმედებაში არ არის ეს გამოხატული. ბელორუსიაში არის სიკვდილით დასჯა და შარშან მინსკის მაცხოვრებელები გამოვიდნენ ქუჩაში და გაილაშქრეს ამის წინააღმდეგ. სოლიდარობა მნიშვნელოვანია.”

საქართველო მეორე პოსტსაბჭოთა ქვეყანა იყო (მოლდოვას შემდეგ), სადაც სასჯელის უმაღლესი ზომა, სიკვდილით დასჯა, 1997 წლის გაუქმდა. სვეტა კუდბა ამბობს, რომ იმ დროისათვის საქართველოში 30 ადამიანი ელოდებოდა სასიკვდილო განაჩენის აღსრულებას.

სახალხო დამცველის მიმართვა გაზეთ „ბათუმელების“ საქმესთან დაკავშირებით

გიორგი ტუღუში

საქართველოს სახალხო დამცველის მიმართვას საქართველოს მთავარ პროკურორს შეისწავლოს გაზეთ „ბათუმელების“ წარმომადგენლების მიერ მიწოდებული ინფორმაცია, საქმეზე ჭეშმარიტებისა და ეფექტური შედეგის დადგომის მიზნით.
Read more of this post

დემოკრატიის ინსტიტუტი „ბათუმელების” საქმეზე აჭარის პროკურატურას მიმართავს

<object width=”560″ height=”315″><param name=”movie” value=”http://www.youtube.com/v/aFO7Mz6QgcA?version=3&amp;hl=en_US”></param><param name=”allowFullScreen” value=”true”></param><param name=”allowscriptaccess” value=”always”></param></object>

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 678 other followers