რა ბრალდება აქვს წაყენებული საზღვაო აკადემიის ყოფილ რექტორს
29.05.2012 Leave a comment
ავტორი: ეთერ თურაძე
ბათუმის საზღვაო აკადემიის ყოფილი რექტორი, ნიკოლოზ წიკლაური, წინასწარ პატიმრობაშია. დაახლოებით ორი თვის წინ მთავარ პროკურატურაში ჯერ საზღვაო აკადემიის იურისტი რამაზი ხალვაში დააკავეს, შემდეგ კი თავად რექტორი ნიკოლოზ წიკლაური. რამაზ ხალვაში 12 მაისს გაათავისუფლეს.
რა ბრალდება აქვს ნიკოლოზ წიკლაურს წაყენებული? -„ბათუმელების“ ამ კითხვას მთავარ პროკურატურაში წერილობით უპასუხეს:
„საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ნიკოლოზ წიკლაურმა, რომელიც „ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის“ რექტორის თანამდებობაზე 2010 წლის 11 აგვისტოდან 2012 წლის 12 მარტამდე მუშაობდა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, გაფლანგა „ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის“კუთვნილი ფულადი თანხა.
ჩადენილი დანაშაულისათვის ნიკოლოზ წიკლაურს წარედგინა ბრალდება, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მართლზომიერ მფლობელობაში არსებული დიდი ოდენობით სხვისი ფულადი თანხის გაფლანგვა). მას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა დაპატიმრება.
სისხლის სამართლის საქმეს ამჟამად იხილავს თბილისის საქალაქო სასამართლო.
ამავე საქმის გამოძიებისას გამოიკვეთა „ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის“ იურისტის რამაზ ხალვაშის (ამ თანამდებობაზე მუშაობდა 2010 წლის ნოემბრიდან) ბრალეულობა.
Read more of this post
ბიზნესმენი ანზორ ქოქოლაძე ერთ-ერთია საქართველოს პრეზიდენტის მიერ შეწყალებულ იმ 66 პატიმარს შორის, რომლებმაც დღეს საპყრობილე დატოვეს. ინფორმაციას ბიზნესმენის გათავისუფლების შესახებ „ბათუმელებთან“ ანზორ ქოქოლაძის ნათესავები ადასტურებენ.









