რატომ გეხება ეს შენ

სამოქალაქო სექტორმა უკვე ერთი კვირაა აქტიური კამპანია გააჩაღა სახელწოდებით _ “ეს შენ გეხება”. არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები გასული წლის დეკემბერში მიღებულ კანონებს აპროტესტებენ, მათ შორის კანონს “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ”, რომელშიც, კამპანიაში ჩართული ორგანიზაციების თქმით, ბუნდოვანი მუხლებია და ისინი ამომრჩევლის წინააღმდეგაა მიმართული. Read more of this post

დამატებით მილიონები ანბანის კოშკისთვის

ცვლილება ბათუმის ბიუჯეტში
ნათია ზოიძე
2012 წლის ბიუჯეტი ბათუმის საკრებულომ გასული წლის 30 დეკემბერს მიიღო, თუმცა ბიუჯეტში ცვლილებები საკრებულოს თითქმის ყველა სხდომაზე შეაქვს. 17 თებერვალს ბათუმის საკრებულომ დაახლოებით 11 მილიონამდე თანხა ხელმეორედ გადაანაწილა. Read more of this post

ვინ აახდენს “ქართულ ოცნებას” აჭარაში

ჯერ ზუსტად არ იციან, სამომავლოდ ერთ პოლიტიკურ კოალიციაში ვინ და რა შემადგენლობით იქნება. აჭარაში პოლიტიკური პარტიების რეგიონალური ორგანიზაციები არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე მოლოდინის რეჟიმში არიან. ვინ იქნება პოლიტიკური “ქართული ოცნების” ლიდერი აჭარაში? _ ამ კითხვის პასუხზე ბევრი რამ არის დამოკიდებული, მაგრამ ეს კითხვა ახლაც ღიაა, და კიდევ უფრო ბუნდოვანი, ვიდრე ერთი თვის წინ იყო. პოლიტიკოსები ერთმანეთთან სასაუბროდ ესპისტოლარულ ჟანრს ირჩევენ, ავრცელებენ განცხადებებს და პასუხსაც განცხადების ფორმით სცემენ. Read more of this post

მურმან დუმბაძის პასუხი დავით უსუფაშვილს

რესპუბლიკური პარტიის ლიდერის დავით უსუფაშვილის სპეციალურ განცხადებას „ემსახურე საქართველოს“ ხელმძღვანელი მურმან დუმბაძე ასევე განცხადებით პასუხობს. უცვლელად გთავაზობთ ამ განცხადების სრულ ტექსტს: Read more of this post

თურქული პოლიცია საქართველოში შემომსვლელ თურქეთის მოქალაქეებს აფრთხილებს

ავტორი: ნათია ზოიძე
თურქული მედიის ინფორმაციით, რიზეს პოლიციის განყოფილებამ თურქეთის გენერალურ კონსულს ბათუმში, ენგინ არიქანს სპეციალური შეტყობინება გამოუგზავნა და საქართველოში მომავალ თურქეთის მოქალაქეთა ინფორმირება სთხოვა. ინფორმაცია ამის შესახებ გაზეთ „ბათუმელებთან“ თურქეთის კონსულმა ენგინ არიქანმაც დაადასტურა.
გაფრთხილების შინაარსი ასეთია: „საქართველოს ტერიტორიაზე გადასვლის შემთხვევაში, თურქული პოლიცია თურქეთის მოქალაქეებს ურჩევს, თან იქონიონ პირადობის მოწმობის ასლი და ფოტო. სავალდებულოა თან ჰქონდეთ ავტომობილის კუთვნილებისა და მართვის მოწმობის საბუთის საქართველოში ან საქართველოს საელჩოებში დამოწმებული ინგლისური თარგმანი.“
„მას შემდეგ, რაც საქართველოსა და თურქეთს შორის უპასპორტო მიმოსვლაა, საზღვარზე თურქეთის მოქალაქეების რიცხვი გაიზარდა. მათი ძირითად ნაწილი პირველად გადმოდის საქართველოში და საბაჟო წესების შესახებ ბევრმა არ იცის, მათთვის ინფორმაციის არ ქონა კი ხანდახან პატიმრობის ტოლფასია“, ამბობს თურქეთის კონსული ბათუმში, ენგირ ერიქანი.
ამის დასადასტურებლად კი ერიქანი შემდეგ ფაქტს იხსენებს: ორი წლის წინ თურქეთის მოქალაქეები, რომლებიც მეზღვაურები არიან, აფხაზეთში გადავიდნენ. აფხაზეთიდან საქართველოში შემოსვლის შემდეგ კი ისინი დააკავეს. „ბოლო 15 დღის განმავლობაში დაკავებული იქნა ორი ჩვენი მოქალაქე, რომლებიც ახლა ზუგდიდის საპყრობილეში არიან“.
გარდა ამისა, თურქეთის კონსული ამბობს, რომ თურქეთის მოქალაქეები სამორინეებში სათამაშოდ გადმოდიან: „ამიტომაც მათ ხშირად აქვთ დიდი თანხა, ჩვენ ვაფრთხილებთ, რომ პირმა, რომელსაც 30 ათას ლარზე მეტი ნაღდი ფული აქვს, ამის შესახებ ზეპირად ან წერილობითი სახით საბაჟო სამსახურს აცნობოს.“
გაფრთხილების ტექსტში ასევე აღნიშნულია, რომ თურქეთის „მოქალაქეებმა თან არ შეინახონ სხვა პირებისაგან მიღებული პაკეტი ან ტვირთი.“ „იყო შემთხვევა, როცა თურქეთის მოქალაქეს გამოატანეს პაკეტი, რომელშიც იყო ნარკოტიკი. ის ამბობს, რომ მან არ იცოდა, რა იყო ამ პარკში/ ეს მოქალაქე ახლა ქუთაისის საპყრობილეშია და 25 წელი აქვს მისჯილი“ _ ამბობს ერგინ ერიქანი.
თურქეთის კონსული დარწმუნებულია, რომ მოქალაქეების ინფორმირებულობა გაუგებრობების თავიდან აცილების საშუალება იქნება. ინფორმაციის გასავრცელებლად სპეციალურ ბროშურებს დაარიგებენ.
Read more of this post

დავით ბაქრაძის ვიზიტი კამერების გარეშე

ავტორი: ლელა დუმბაძე
სამ თებერვალს აჭარაში მყოფი დავით ბაქრაძე, მოსახლეობას და საჯარო მოხელეებს კამერების მიღმაც შეხვდა. შეხვედრა ბათუმის დარმატული თეატრის დარბაზში გაიმართა, რომელსაც საჯარო მოხელეების გადრა, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. პარლამეტის თავმჯდომარეს და მის სტუმრებს, თეატრის დარბაზი უსასყიდლოთ დაუთმეს.„მოსახლეობასთან იყო შეხვედრა საჭირბოროტო საკითხებზე და არა მარტო ამაზე, ყველაფერზე, შეიძლება წინასაარჩევნოც იყო. გიორკი კირთაძე და გელა დეკანაძეც ესწრებოდნენ უშუალოდ და შეგიძლიათ ინტერვიუ მასთან ჩაწეროთ“-განაცხადა „ბათუმელებთან“ საუბარში, „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი მექვაბიშვილმა. თუმცა, აჭარის უმაღლესი საბჭოს, ნაცმოძრაობის ფრაქციის თავმჯდომარემ, გელა გეკანაძემ, დავით ბაქრაძესთან თეატრში შეხვედრის ფაქტი უარყო: „ვიცი რომ მოსახლეობას ხვდებოდა, მაგრამ მე არც ორგანიზებაში მიმიღია მონაწილეობა და არც შეხვედრაში“. ხოლო კითხვაზე, ვინ გაუწია ბაქრაძისა და მოსახლეობის თეატრში შეხვედრას ორგანიზება, საკრებულოს თავმჯდომარე და „ნაცმოძრაობის“ რეგიონალური ხელმძღვანელი გიორგი კირთაძე პასუხობს: „მე არ ვესწრებოდი შეხვედრას აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად, გერმანიაში ვიმყოფებოდი. როგორც ვიცი შეხვედრა იყო მოსახლეობასთან საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საკითხებზე“.

Read more of this post

„ახალი მემარჯვენეების” ბათუმის ორგანიზაციას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

 ავტორი: ნათია ზოიძე 

ბათუმში  სასტუმრო რედისონში „ახალი მემარჯვენეების “  ბათუმის ორგანიზაციის კონფერენცია მიმდინარეობს, რომელზეც ბათუმის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარეს წარადგენენ.

ამ თანამდებობას დღეიდან ჯუმბერ მიქელაძე დაიკავებს. იგი პროფესიით იურისტია, თუმცა აქამდე თავისი პროფესიით არასდროს უმუშავია. მისი  განცხადებით,  პარტიული შემოთავაზება  მეგობრისგან, პაატა მგელაძისგან მიიღო, რომელიც ახალი მემარჯვენეების ლიდერია აჭარაში.

ჯუმბერ მიქელაძეს სამუშაო გამოცდილება აქვს არასამთავრობო ორგანიზაციაში   “ბათუმი და ბათუმელები”.

მიქელაძე აჭარიის უმაღლესი საბჭოს  აპარატის ყოფილი უფროსის ოთარ მიქელაძის ვაჟია. ოთარ მიქელაძემ თანამდებობა დაახლოებით ორი წლის წინ დატოვა.  რჩება თუ არა აპარატის ყოფილი უფროსი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრად, ამ კითხვას  უკვე „მემარჯვენე” ჯუმბერ მიქელაძემ კონკრეტული პასუხი არ გასცა. თქვა, რომ არ იცის.

„ახალი მემარჯვენეების” კონფერენცია სასტუმრო რედისონში ამ წუთებშიც მიმდინარეობს. დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში ჯუმბერ მიქელაძე ერთადერთი იყო, ვისაც ტელეოპერატორებთან ერთად სკამი არ შეხვდა და იგი ფეხზე მდგომი ელოდა წარდგინებას.

კონფერენცია ბათუმში „ახალი მემარჯვენეების” საიმიჯო ფილმის ჩვენებით დაიწყო.

ვის მოვთხოვოთ პასუხი ავტოავარიების გამო? ანუ ხუთი შეკითხვა ვიცე-მერს

ავტორი: ნათია ზოიძე

„ბათუმის ტერიტორიაზე  ხშირ შემთხვევებში  საგზაო ნიშნების არარსებობის, ან არასათანადოდ  თვალსაჩინოდ განთავსების გამო ხდება  ავტოავარიები, იღუპებიან  მოქალაქეები.  ვინ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა ამის გამო ?“– ეს და კიდევ  ხუთი მთავარი  კითხვის ადრესატი  ბათუმის საკრებულოს სხდომაზე ბათუმის ვიცე მერი, ჯემალ ანანიძე იყო.
Read more of this post

„სიყვარული პრეზიდენტის ვენახში“

რის პროპაგანდას ეწევა ნაციონალური მედია?

ავტორი: ლელა დუმბაძე

მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ ვენახში მეზობლებს უმასპინძლა

18 ნოემბრიდან 20 ნოემბრის ჩათვლით ნაციონალურმა ტელევიზიებმა საქართველოს პრეზიდენტს საინფორმაციო გამოშვებებში, მთლიანობაში, 8 საათი და 52 წუთი დაუთმეს. ყველაზე ვრცელი სიუჟეტები _ 15, 20, 35 წუთი მიხეილ სააკაშვილის თელავის ბაზარში სტუმრობას და კახელი მეზობლების გამასპინძლებას მიუძღვნეს. უპრეცედენტოდ ვრცელი სინქრონით (29 წუთი) გამოირჩეოდა წინანდალში ღვინის ინსტიტუტის გახსნის ამსახველი სიუჟეტი. თბილისში, აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაციისადმი მიძღვნილ სიუჟეტებში, მიხეილ სააკაშვილის 15-წუთიანი სინქრონებია გამოყენებული.

რას ხედავს მაყურებელი ამ სიუჟეტებში? ავიღოთ ერთ-ერთი, რომელსაც პირობითად შეიძლება დავარქვათ „სიყვარული პრეზიდენტის ვენახში“. ჟურნალისტი ოცი წუთის განმავლობაში აჩვენებს, როგორ მიდის პრეზიდენტი ბაზარში, როგორ ყიდულობს ყველს, ერთ კილოგრამს 15 ლარად, როგორ ჩუქნიან მას გლეხები ჩურჩხელებს და უმტკიცებენ სიყვარულს: „აი ხალხო, აი ხალხო, დაინახეთ ხალხო“, _ იძახის პრეზიდენტის ნახვით აღტაცებული 80 წლის მარგო, რომელიც ბედნიერია იმით, რომ სააკაშვილი, როგორც მოკვდავი, ბაზარში საკუთარი თვალით ნახა.

Read more of this post

ზვიად ძიძიგური ბათუმში

ავტორი: ეთერ თურაძე

ზვიად ძიძიგური, დავით ბაციკაძე

ზვიად ძიძიგური, კონსერვატორული პარტიის ლიდერი, პრესკაფეში თავისის პარტიისა და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდა. ზვიად ძიძიგურს, ძირითადად, ახალ პოლიტიკური ცენტრის – ბიძინა ივანიშვილის ქართულ ოცნებასთან თანამშრომლობის შესახებ უსვამდნენ კითხვებს. Read more of this post

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 29 other followers