საქართველო აშშ-ს შტატი?!
21.03.2012 Leave a comment
ნიაზ მალაყმაძე

ჩვენს ისტორიას სრული დამოუკიდებლობის პერიოდებიც ახსოვს. ილიას მოხევის სიტვებით რომ ვთქვათ, „ჩვენი თავი ჩვენვე გვეყუდნოსო“, მაგრამ ძირითადად სახელმწიფოებრიობას ორიენტაციით ვინარჩუნებდით, ეს ფაქტია. ერთ წიგნში ორიენტაციის შესახებ შემდეგი აზრი მაქვს წაკითხული, რომელიც მნიშვნელოვნად ჩავთვალე და მინდა საზოგადოებას გავუზიარო: „ჩვენში ორიენტაცია მონობის ფორმა ჰგონიათ. ორიენტაციის დროს ესა თუ ის სახელმწიფო თავისი საგარეო პოლიტიკის ნაწილს თმობს, ხოლო რაც შეეხება საშინაო პოლიტიკას, მაში ჩარევის უფლება სხვა სახელმწიფოს არა აქვს. თავად გეორგიევსკის ტრაქტატში იყო ეს მუხლი ნათლად გაწერილი. ვგულისხმობ მე-3 მუხლს, რომელიც რუსეთმა უსინდისოდ დაარღვია. ორიენტაციის სწორი აღქმა ცხოველსაც არ უჭირს. „ცხოველი, რომელზეც რამე ძლიერი გამაღიზიანებელი მოქმედებს, ამბობდა ფსიქოლოგი დიმიტრი უზნაძე, ის მომართავს თავის ორგანიზმს, რომ მას სიტუაციაში მაქსიმალურად კარგი ორიენტაციის საშუალება ეძლევა.“
დღევანდელ მსოფლიოში ამ პოლიტიკამ სახე იცვალა, ორიენტაცია გავლენის სფეროდ იქცა, გავლენის სფერო კი – დამოუკიდებლობის დაკარგვად. ეს გაკვეთილი ჩვენ რუსეთმა უკვე ჩაგვიტარა. Read more of this post













