სტუდენტური დღეები

სამეცნიერო კონფერენციის შესახებ

This slideshow requires JavaScript.


სტუდენტურ დღეებთან დაკავშირებით საინტერესო და შინაარსიანი ღონისძიებები ტარდება ბათუმის სამედიცინო-პედაგოგიურ კოლეჯში. მეცნიერული ცოდნის გაღრმავებისა და სასწავლო-შემოქმედებითი მუშაობის თვალსაზრისით მეტად ნაყოფიერი იყო სტუდენტთა მე-17 სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც კოლეჯის დაარსების 20 წლისთავს მიეძღვნა.

სხდომა შესავალი სიტყვით გახსნა კოლეჯის დირექტორმა, პროფესორმა რევაზ უზუნაძემ.

კოლეჯის 20-წლიან ისტორიაზე, სწავლების, აღზრდის, სამეცნიერო და შემოქმედებითი მუშაობის საკუთარ სტილზე, გამოცდილებას და ტრადიციებზე ვრცლად ისაუბრა დოქტორმა აკაკი ზოიძემ.

სექციის სხდომაზე მოისმინეს სამეცნიერო და პრაქტიკული ღირებულების მქონე 20 მოხსენება.
მრავალფეროვანი და სადღეისო მოთხოვნებით ნაკარნახევი იყო მოხსენებათა თემატიკა. ისინი შეეხებოდა მედიცინის, ჰუმანიტარულ, საბუნებისმეტყველო დისციპლინებს, ფსიქოლოგიასა და ეთიკას. Read more of this post

ბახმარო ტურისტული სეზონის წინ [ფოტორეპორტაჟი]

This slideshow requires JavaScript.

გურამ მურვანიძის ფოტორეპორტაჟი ბახმაროდან

შერჩევითი სამართალი


ავტორი: გენო გელაძე, იურისტი, „დემოკრატიის ინსტიტუტი"

„საპროცესო შეთანხმების“ ინსტიტუტი

საქართველოში იმდენი მსჯავრდებულია, რომ თითქმის არ არსებობს ოჯახი, რომლის თუნდაც ერთი ნათესავი, მეზობელი, მეგობარი ან საერთოდაც ოჯახის წევრი ნასამართლევი არ არის.

ადამიანის დაპატიმრების, გამოძიებისა და სასამართლო პროცესები, როგორც წესი, ჭორაობის, შეცოდების, სიბრალულის, შურის და ა.შ. საგანია. მიუხედავად იმისა, რომ ამ საკითხზე ძალიან ხშირად, თითქმის ყველგან საუბრობენ, ვერ გაიგებთ სიტყვას - „გაამართლეს!“
ის ფაქტი, რომ საქართველოში, ზოგადად, გამამართლებელი განაჩენის კრიზისია და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების „ინიციატივებს“ სასამართლოებში, სანოტარო მოქმედების მსგავსად, უმეტეს შემთხვევაში მხოლოდ ადასტურებენ, უკვე არახალია.

ბევრს საუბრობენ, რომ ქვეყანაში არ არის დამოუკიდებელი სასამართლო, რომ ადვოკატის ფუნქცია დაკნინებულია და ა.შ. ეს მოსაზრებები არგუმენტირებულია და საერთო შეფასებით ნაწილში ვეთანხმები, მაგრამ, ვფიქრობ, ამ ყველაფრის სათავე საქართველოში უკვე ყველასთვის კარგად ნაცნობი - „საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტია“. Read more of this post

ცოცხალი კედლები უნივერსიტეტში

ლაშა მიქელაძე

ლაშა მიქელაძე, სტუდენტი

უკვე თვეზე მეტია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტში უფრო და უფრო მატულობს უკმაყოფილოთა რიცხვი. ამის მიზეზი არც მოახლოებული გამოცდებია და არც სტუდენტების აკადემიური მდგომარეობა, საქმე სულ სხვა რამეშია, კერძოდ კი ისინი უკმაყოფილოები არიან ბოლოდროინდელი ცვლილებებით, რომელიც უნივერსიტეტში განხორციელდა. საუბარია სათვალთვალო კამერებზე, რომლებიც, როგორც დერეფნებში, ისევე აუდიტორიებშია დამონტაჟებული.

კამერებზე საუბარი განცხადების გახმაურებისთანავე მთავარ თემად იქცა როგორც სტუდენტებში, ისე აკადემიურ პერსონალში და ძირითადად უარყოფითი და კრიტიკული შეფასებები გამოიწვია. სწორად ამის გამო, შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის რექტორმა ალეკო ბაკურიძემ რამდენჯერმე მოაწყო კონფერენცია, რათა აეხსნა უკმაყოფილო სტუდენტებისათვის, თუ რა დადებითის მომტანი იყო სათვალთვალო კამერები. ამ პრესკონფერენციებზე ძირითადად ერთი და იგივე ისმოდა, რომ კამერები დამონტაჟდებოდა მხოლოდ ისეთ აუდიტორიებში, სადაც ესა თუ ის ტექნიკა იყო, მაგრამ კამერები უკვე დამონტაჟებულია ისეთ აუდიტორიებშიც, სადაც არანაირი ტექნიკა არ არის და არც ახლო მომავალში არ ჩანს იმის პერსპექტივა, რომ სწავლების გაუმჯობესების მიზნით ამ აუდიტორიებში თანამედროვე ტექნიკას შეიტანენ.

სტუდენტები ასევე ფიქრობენ, რომ მათი საუბარი უნივერსიტეტის ტერიტორიაზე ისმინება, ეს ინფორმაცია რექტორმა რამდენჯერმე უარყო და აღნიშნა, რომ „არავინ არ აპირებს სტუდენტების პირადი საუბრების მოსმენას“.

იმისათვის, რომ უფრო კონკრეტულად მოგვცემოდა სიტუაციის შეფასების საშუალება და დაგვეზუსტებინა აკადემიური პერსონალის დამოკიდებულება აღნიშნულ ცვლილებებთან დაკავშირებით, გავესაუბრეთ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის ასოცირებულ პროფესორს ირაკლი მანველიძეს, რომელიც უნივერსიტეტის „კამერიზაციასთან“ დაკავშირებით ამბობს, რომ ეს შეიძლება „კარგიც იყოს და ცუდიც”: Read more of this post

მელანომა – სიმსივნეების „დედოფალი“

თეიმურაზ გოგიტიძე, ონკოლოგი

კანის კიბო ისეთი სიმსივნეა, რომლის აღმოჩენა თვითგამოკვლევითაც შეიძლება, რადგან, უმეტეს შემთხვევაში ის ხილულ ადგილას ვითარდება. ამავდროულად კანის კიბოს ისეთი სახეობა, როგორიცაა მელანომა (შავი სიმსივნე), სიმსივნეთაგან ყველაზე აგრესიული და ყველაზე საშიშია და შესაბამისად, განსაკუთრებული ყურადღება გვმართებს მის მიმართ, როგორც ექიმებს, ასევე პაციენტებს. მელანომას „სიმსივნეების დედოფალსაც“ უწოდებენ და მისი მთავარი მზაკვრობა იმაში მდგომარეობს, რომ მცირე ზომის, თითქმის უხილავ წარმონაქმნსაც შეუძლია სასიკვდილო მეტასტაზების განვრცობა. მეორე მხრივ, ადრეულად აღმოჩენის და დროულად მკურნალობის შემთხვევაში ის განკურნებადია. სწორედ დროულად აღმოჩენას ემსახურება თვითგამოკვლევა.

რა და როგორ უნდა გამოვიკვლიოთ: ჩვეულებად აქციეთ კანის პერიოდული დათვალიერება (სასურველია თვეში ერთხელ). კანზე საეჭვო წარმონაქმნი ჩნდება სხეულის არა მხოლოდ ღია, მზისგან დაუცველ, არამედ ტანსაცმლით დაფარულ ადგილებზეც. ასე რომ, დაათვალიერეთ კანი მთლიანად, სხეულის წინა და უკანა მხარე. უმჯობესია, სარკეში თქვენს სხეულს მთელ სიგრძეზე ხედავდეთ. დაათვალიერეთ თქვენი სახე – ცხვირი, ტუჩები, პირი და ყურების წინა და უკანა ზედაპირი. შეამოწმეთ თქვენი ხელები, მათი გარეთა, შიდა ზედაპირი და თითებშორის არეები. ასწიეთ ზევით იდაყვები, დაათვალიერეთ მკლავების შიდა ზედაპირი და იღლიები. ფოკუსირება გააკეთეთ კისერზე, გულმკერდსა და სხეულის ზედა ნაწილზე. ქალებმა უნდა შეამოწმონ სარძევე ჯირკვლების დაფარული არეები. გამოიყენეთ პატარა სარკე კისრის უკანა ზედაპირისა და ზურგის დასათვალიერებლად.

ვინ არის რისკის ქვეშ? Read more of this post

ქველმოქმედება და სოლიდარობა

ავტორი: ივეტა ამაღლობელი (მოქალაქე ჟურნალისტი)

ივეტა ამაღლობელი

შემთხვევით წავიკითხე „გაზეთ ბათუმელების“ ერთ-ერთი სტატია, სადაც საუბარი იყო იმაზე, რომ საქართველოში ადამიანებს მაინცა და მაინც გულთან ახლოს არ მიაქვთ სხვისი გასაჭირი. იქვე მოყვანილი იყო ერთი ფაქტი, როდესაც უსახლკაროთა ღამის თავშესაფარში მცხოვრები მოქალაქეებისთვის ამ თავშესაფრის ხელმძღვანელობა თბილ ტანსაცმელს ითხოვდა. Read more of this post

„პრასტიტუტკა იაფფასიანი ბოათი” ანუ რა კავშირი აქვს ეიფელს ბათუმთან

ავტორი: სოფიკო დიასამიძე

არ ვიცი დაკვირვებიხართ თუ არა, მაგრამ ბოლო რამდენიმე თვეა ბათუმში ხშირად ახსენებენ ცნობილ გუსტავ ეიფელს და მის კიდევ უფრო სახელგანთქმულ კოშკს. ყოველი შემთხვევისათვის ფრანგი ინჟინრის გვარი ყოველთვის მესმის, როდესაც ახალი არქიტექტურული ნაგებობების გამო იწყება კამათი.

სამშობიაროს გვერდით, რუსთაველისა და ვაჟა-ფშაველას ქუჩების კვეთაზე, რამდენიმესართულიანი კიტჩი აღიმართა, სხვას ვერაფერს ვუწოდებ ამ უგემოვნებას მყვირალა სახელით – „მთელი ბათუმი ერთ სახლში”. რა გავიფიქრე მისი დანახვისას? რაც, ალბათ, სხვებმაც გაიფიქრეს– „ამის არქიტექტორსაც და ნებართვის გამცემსაც, ხელები უნდა მოამტვრიოს კაცმა“. ხმამაღლა გამოვთქვი უკმაყოფილება და მიპასუხეს – „ეიფელის კოშკსაც თავდაპირველად აღშფოთებული შეხვდა საზოგადოებაო“.

თეატრის მოედანზე დიდი ხომალდის გემბანივით აჭრელებული მრავალსართულიანი სახლები, მოოქროვილი ლომები, მოოქროვილი ნეპტუნი თუ პოსეიდონი, მოოქროვილი კაპიტელი და თეატრის ფრონტონზე საშინელზე უსაშინლესი რელიეფი გავაპროტესტე. ისევ ეიფელი შემახსენეს. Read more of this post

„ფასადიზმი” კულტურული მემკვიდრეობის ნაცვლად

შოთა გუჯაბიძის ფოტო

სულხან ოქროპირიძე, ისტორიკოსი

ბათუმში, მემედ აბაშიძისა და ბარათაშვილის ქუჩების კვეთაში (მემედ აბაშიძის #33 ბარათაშვილის #8), მდებარეობს ბათუმის ყოფილი საფოსტო განყოფილების შენობა, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მატარებელია. აღნიშნული შენობა XIX საუკუნის ბოლოს იქნა აგებული. ფოსტის შენობა საინტერესოა იმით, რომ ის კავშირგაბმულობის ფუნქციის მქონე ერთ–ერთი უძველესი ნაგებობაა.

აჭარის სახელმწიფო არქივში დაცული დოკუმენტით ირკვევა, რომ თავდაპირველად ამ ადგილას არსებული სახლი ფრანგ ვაკიეს ეკუთვნოდა. მისგან შენობა ქუთაისელმა ძმებმა იაკობაშვილებმა შეიძინეს, რომლებიც ვაჭართა ფენას მიეკუთვნებოდნენ. ნაგებობის საფოსტო კანტორად გადაკეთების პროექტი 1913 წელს შემუშავდა, არქიტექტორ მიხეილ ნიკოლოზის ძე ნეპრინცევის მიერ. 1922 წელს საბჭოთა ხელისუფლების მიერ მოხდა შენობის ნაციონალიზაცია. წლების მანძილზე შენობა წარმოადგენდა ბათუმის საფოსტო კანტორას.
ეს შენობა 2010 წლის 30 მარტს ლევან ვარშალომიძემ, პირდაპირი მიყიდვის წესით, იმავე დღეს დაფუძნებულ კომპანია „აქთივ ბათუმს“ მიჰყიდა 2 500 000 დოლარად. მიუხედავად იმისა, რომ დაგეგმილი სარეკონსტრუქციო სამუშაოები გამოიწვევდა ძეგლის ისტორიული სახის შეცვლას, ძეგლზე ჩასატარებელი სამუშაოების ნებართვა საქართველოს კულტურის სამინისტრომ კომპანიას, რეგისტრაციის დღესვე 30 მარტს მისცა (#3/133 ბრძანება).

ახალმა მეპატრონემ ობიექტის სარეკონსტრუქციო სამუშაოები უკვე დაიწყო, რასაც მოჰყვა შენობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესი ატრიბუტის გუმბათის მოხსნა. შენობის უკანა მხარეს 13-სართულიანი, 100-ნომრიანი სასტუმრო აიგება. თავად კომპლექსს კი მრავალფუნქციური დანიშნულება ექნება. ფოსტის ყოფილ შენობაში კაზინო განთავსდება. ასევე, მოეწყობა ბიზნესცენტრი, ფიტნესკლუბი, რესტორანი, ღამის კლუბი და სილამაზის ცენტრი. Read more of this post

ტრენინგები ფერმერი ქალებისათვის

გიორგი სურმანიძე, ფერმერი

მოგესალმებით ძვირფასო მკითხველო! მიხარია გაცნობოთ საინტერესო და ვფიქრობ, სასარგებლო ინფორმაცია ქალბატონი ფერმერებისათვის. USAID -ის მხარდაჭერით აპრილის ბოლოსთვის დაგეგმილია ჩატარდეს სასწავლო კურსები სოფლის მეურნეობის სფეროში, რომელსაც უშუალო ორგანიზებას გაუწევს არასამთავრობო ორგანიზაცია „კავკასიის“ ბათუმის ფილიალი. სწავლების მიზანია მოკლე დროში საჭირო ინფორმაციის მიღება და ცოდნის ამაღლება, რათა ამ სფეროში მოღვაწე ქალბატონები იყვნენ უფრო წარმატებულები და მისაბაძები.
ბუნებრივია ჩნდება კითხვა, რატომ მარტო ქალები და არა მამაკაცები? ამ შეკითხვაზე გიპასუხებთ. Read more of this post

გამომგონებელი კაცი

ავტორი: სულხან სალაძე, დაწერილი ამბები

ეს ის შემთხვევაა, როცა არც ვიცი ზუსტად საიდან დავიწყო…

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სხვა არცერთი კაცის დაწერილი “ამბავი” არ გადამიკთხავს იმდენჯერ რამნდენჯერც ერლომ ახვლედიანის.

უბრალო და ძალიან მარტივი, იმდენად მარტივი, რომ რთული. რთული, მაგრამ მაინც ძალიან მარტივი და წინააღმდეგობებით სავსე ამბები. ამბები, რომელიც თითქოს კითხვასაც არ გიტოვებს, მაგრამ ერთი კაცის არ იყოს რაც არ უნდა გარშემო უტრიალო მაინც ვერაფრით შეხვალ შიგნით (მგონი ასე უკეთესიცაა).

ერლომის “ამბები” სწორედ მაშინ იწყება როცა კითხვას მორჩები. ჰო, მორჩები და გგონია, რომ რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი აღმოაჩინე. მერე ისევ, რომ წაიკითხავ უფრო მნიშნვნელოვანს აღმოაჩენ. წყანარად, მშვიდად…  ყველაფერი კი თავდაყირა დგება.

დღეს დილით მერამდენიღაცაჯერ გადავიკითხე “აღუ” და ყველაფერი პირიქით დავინახე. დავინახე ისე თითქოს ადრე არც კი ეწერა და ჩემს წილ “აღუში” ახლა ჩაამატა ვინმემ. აი: “რატომღაც მეგონა, მეორე დღეს ორი ვიქნებოდი… რა კარგი იქნება, შენს თავს გარედან ისევე ხედავდე, როგორც გრძნობ ამას შიგნიდან… იმიტომ ვლაპარაკობ ამდენს ჩემს თავზე, რომ მე სხვა გამოცდილება არა მაქვს… ჩემში ცვივა ხმები, ბგერები, ხმაური, სიტყვები“… Read more of this post

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 678 other followers