
21 წლის სალომე ქათამაძე მაყურებელმა ჯერ ჯეოსტარიდან, შემდეგ კი „ოქროს ტალანტ 2011“-დან გაიცნო. დღესდღეობით კლუბებში მღერის. ახალ ალბომზე მუშაობს და ელოდება როდის მისცემენ ოქროს ტალანტში მოგებულ 15 ათას დოლარს. კარიერის გაგრძელებას ამერიკაში აპირებს და ამბობს, რომ მშობლირ საქართველოს არასოდეს დაივიწყებს.
- სალომე როდის დაწიყე სიმღერა?
- სიმღერა ძალიან ღრმა ბავშვობიდან დავიწყე და დღემდე ვმღერი. თავიდან კლასიკური განხრით ვმღეროდი და 15 წლამდე ვმღეროდი საოპერო მომღერალი ვიყავი. რაც შეეხება
ესტრადას უკვე 6 წელია სხვადასხვა ჟანრში ვმღერი. ერთი მიმდინარეობა არ მაქვს. პოპი, სოული, არენდი, ჯაზი, ვაით ჯაზი – ყველა ძალიან მიყვარს.
- „ოქროს ტალანტამდე“ თუ იღებდი რამე კონკურსებში მონაწილეობას?
- მანამდე ვიყავი „ჯეოსტარში“, სამწუხაროდ მეორე ტურიდან გამოვარდი ნაკლები მესიჯების გამო. რაც შეეხება კლასიკური განხრით კონკურსებს 15 წლის ასაკში ავიღე გრამპრი „მსოფლიოს ოქროს ხმა“. მონაწილეობა მივიღე პირველი არხის გადაცემა „წარმატების ფორმულა“ და იქ ავიღე მეორე ადგილი. არ მინდოდა ამ კონკურსში მონაწილეობის მიღება, მაგრამ მეგობრებმა მითხრეს სცადეო მეც დავთანხმდი. Read more of this post