კინო რამდენიმე ფინალით
18.05.2012 Leave a comment
ბათუმის „პრესკაფეში“ პარასკეობით პროექტ „თეთრი კვადრატის“ ფარგლებში კინოჩვენებები იმართება. პროექტის განხორციელება „პრესკაფემ” „ღია საზოგადოების ფონდების“ ფინანსური მხარდაჭერით დაიწყო. პროექტის მიზანი საქართველოში მომუშავე ახალგაზრდა რეჟისორების შემოქმედების საზოგადოებისთვის გაცნობა და პოპულარიზაციაა. სალომე საღარაძე ერთ-ერთია იმ რეჟისორთაგან, ვის კინოჩვენებასაც „პრესკაფემ“ უმასპინძლა.
სალომე საღარაძე – რეჟისორი, რომელიც საავტორო კინოს აკეთებს. რომელიც ეძებს, რომელიც იკარგება და რომლის გმირებიც მუდმივ ძიებაში არიან.
სალომე თავდაპირველად ბათუმის ხელოვნების ინსტიტუტში სწავლობდა, რომლის დამთავრების შემდეგ სწავლა თბილისში, თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში გააგრძელა. დაახლოებით 4 წელი აჭარის ტელევიზიაში მუშაობდა რეჟისორად. ახლა პირველ არხზე მემონტაჟეა. „ადამი და ევა“ – ასე ერქვა პირველ ფილმს, რომელიც პირველ კურსზე გადაიღო.
„სიურეალისტური ფილმი იყო. რა თქმა უნდა, ვერავინ ხვდებოდა ჩემი პედაგოგების გარდა. განსაკუთრებით მიხაროდა, როცა კინომცოდნე ლელა ოჩიაური ამბობდა: ამ ფილმში გაურკვეველი არაფერიაო, მაგრამ ეს ალბათ გამოუცდელობით გამოვიდა.
ჩემს გმირებს, ძირითადად ქალებს, რაღაც იდეალური უნდათ, მაგრამ ვერ პოულობენ. ალბათ სადღაც სხვაგან ეძებენ ამ იდეალურს. მაინც რაში სჭირდებათ ამ ქალებს ეს – არ ვიცი. ჩემი ფილმები თითქოს მელოდრამებია და ლავსთორები, მაგრამ საბოლოოდ ეს ფილმები არ არის ქალისა და მამაკაცის ურთიერთობაზე. ეს ქალები ვერ პოულობენ შვებას სიყვარულში თუ მამაკაცში, უფრო დიდი სჭირდებათ, უფრო მეტი, ვიდრე მიწიერი მამაკაცია,“ – ამბობს სალომე საღარაძე. Read more of this post













