ავღანეთის მე-16 ქართველი მსხვერპლი
10.05.2012 Leave a comment
ავტორი: ეთერ თურაძე
34 წლის ვალერიან ხუჯაძე, რომელიც ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში ნაღმზე აფეთქდა, 1-ელ მაისს დაკრძალეს. სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა ზუგდიდში, სოფელ ნარაზენში, სადაც ჯარისკაცის მშობლების ოჯახი შუახევის რაიონიდან არის ჩასახლებული. ვალერიან ხუჯაძე ჩაქვში დაკრძალეს. დაკრძალვას მხოლოდ რიგითი ჯარისკაცები ესწრებოდნენ. ოჯახის ახლობლების თქმით, თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები დაღუპული ჯარისკაცის სამოქალაქო პანაშვიდს სამეგრელოში დაესწრნენ. ჯარისკაცის დაღუპვის შესახებ ქართულ მედიაში მწირი ინფორმაცია გავრცელდა. Read more of this post


















