ავღანეთში კიდევ სამი ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს ავღანეთში სამშვიდობო მისიის შესრულების დროს ქართველი სამხედროების: კაპრალების ვალიკო ბერაიას, რუსლან მელაძის და პაატა კაჭარავას გარდაცვალების გამო.

სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც ასრულებდნენ საბრძოლო ამოცანას, დაიღუპნენ საბრძოლო მანქანის აფეთქების შედეგად თალიბებთან შეტაკებისას.

გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურეები მე-3 ქვეითი ბრიგადის 31–ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის შემადგენლობაში ISAF-ის სამშვიდობო მისიის ფარგლებში ჰელმანდის პროვინციაში მსახურობდნენ.
mod.gov.ge

ჯონი ბაკურიძეს უფლებამოსილება შეუჩერდა

ირინა ყურუა, „ტელეარხ 25“-ის საინფორმაციო პროგრამ „მაცნეს“ დღის გამოშვების პროდიუსერი, ამბობს, რომ მათი არხის ჟურნალისტსა და საპატრულო პოლიციის უფროსს შორის მომხდარი ინციდენტის შემდეგ, ჯონი ბაკურიძეს უფლებამოსილების შეუჩერეს. 25-ე არხზე ამბობენ, რომ ამის შესახებ მათ შოთა ხიზანიშვილმა აცნობა. Read more of this post

„ტელერახი 25“-ის ჟურნალისტი: „აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსმა შეურაცხმყო“

„ტელეარხი 25“-ის ჟურნალისტი, თეონა თურმანიძე ამბობს, რომ აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსმა ვიდეო კამერა წაართვა და სიტყვიერად შეურაცხყო. Read more of this post

გიორგი ჩიქოვანი არ იძებნება

ავტორი: ეთერ თურაძე

„შინაგან საქმეთა სამინისტროს 2011 წლის 27 ნოემბრის #945 ბრძანების საფუძველზე გაცნობებთ, რომ გიორგი ჩიქოვანი საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ არ იძებნება“, – ეს ინფორმაცია, რომელსაც შს სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ზვიად თავართქილაძე აწერს ხელს, 2012 წლის 6 თებერვლით არის დათარიღებული.
Read more of this post

რატომ გადადგა მე-15 სკოლის დირექტორი

ავტორი:ეთერ თურაძე
ბათუმის მე-15 სკოლის დირექტორმა გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა. აჭარის განათლების მინისტრამდე ეს განცხადება ჯერ არ მისულა. თუმცა, გია აბულაძე ადასტურებს, რომ უწყების ცხელ ხაზზე შევიდა ინფორმაცია, მე-15 სკოლის დირექტორსა და ერთ-ერთი მოსწავლეს შორის მომხდარი კონფლიქტის შესახებ. ამ საკითხს სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახური სწავლობს. Read more of this post

ზვიად ქორიძე: „მეჩეთის აღდგენით თურქეთი ვერ აწარმოებს ექსპანსიონისტურ პოლიტიკას“

აზიზიეს მეჩეთი

ბათუმში აზიზიეს მეჩეთის აღდგენის თაობაზე პოლიტიკოსების, მედიისა და საზოგადოების პასუხისმგებლობის შესახებ “ბათუმელებთან“ საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის თავმჯდომარე, ზვიად ქორიძე საუბრობს. Read more of this post

„იყო და არის“

გიორგი სურმანიძე


ავტორი: გიორგი სურმანიძე (ფერმერი)

გაჩეხილი და მოუვლელი ციტრუსის ბაღები

რა არის საქართველოში, კერძოდ კი აჭარის რეგიონში ციტრუსი – ხილი, შემოსავლის წყარო, თუ უბრალოდ კარგი მოგონებები?
Read more of this post

ადვოკატების დაკავება

სამართალდამცავებმა გასულ შაბათს რამდენიმე მოქალაქე დააკავეს თაღლითობის ბრალდებით, მათ შორის ორი მოქმედი ადვოკატია. დაკავებულები არიან ბათუმში მცხოვრები ადვოკატები – ა.ხ. და ნ.ჯ. პოლიციის ინფორმაციით, მათთან ერთად დააკავეს თბილისში მცხოვრები ქალი – მ.პ. რომელიც ჯგუფის ორგანიზატორად განიხილება. ერთ-ერთი დაკავებული ადრე საგამოძიებო ორგანოში მუშაობდა.
Read more of this post

ბატონო ნიკოლოზ, ყველა წაქცევა დაცემა როდია!

თამარ გაბეჩავა

ავტორი: თამარ გაბეჩავა (დემოკრატიის ინსტიტუტი)

ამ წერილის დაწერა ჩემი და ჩემი სამსახურის – „დემოკრატიის ინსტიტუტის“, მიმართ სატელევიზიო გადაცემა „დიალოგში“ ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის რექტორის მიერ გამოთქმულმა უსამართლო ბრალდებამ მაიძულა.
ბატონი ნიკოლოზის განცხადება, თითქოს დემოკრატიის ინსტიტუტმა და პირადად, მე, ერთ-ერთ მსჯავრდებული არასრულწლოვანი ილია ნარეკლიშვილი, რომელიც ახლა საზღვაო აკადემიის სტატუსშეჩერებული სტუდენტია, შუა გზაზე მივატოვეთ, არათუ უსაფუძვლო, ცოტა არ იყოს უხერხული და უპასუხისმგებლოა. რაც შეეხება შედეგს, რომელიც მიუხედავად ჩვენი არაერთი მცდელობისა, მაინც არასახარბიელო იყო, ბატონმა ნიკოლოზმა მთლად თუ არა ნაწილობრივ მაინც საკუთარ თავზე უნდა აიღოს. თუ რატომ, ამის გასარკვევად ილიას მიერ „დემოკრატიის ინსტიტუტთან“ ერთად განვლილ გზას გავიხსენებ.
Read more of this post

პენსიონერთა რიგები „ლიბერთი ბანკთან“

ავტორი: ლელა დუმბაძე

პენსიები „ლიბერთი ბანკის“ ახალგარემონტებულ ფილიალებში აღარ გაიცემა. როგორც ბანკის წარმომადგენლები ამბობენ, გარემონტებულ ფილიალებში „სხვა კატეგორიის კლიენტებს“ მოემსახურებიან. პენსიონერების თქმით, მათ ბანკი არაკომფორტულ პირობებში ემსახურება. Read more of this post

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 29 other followers