„ახალი მემარჯვენეების” ბათუმის ორგანიზაციას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

 ავტორი: ნათია ზოიძე 

ბათუმში  სასტუმრო რედისონში „ახალი მემარჯვენეების “  ბათუმის ორგანიზაციის კონფერენცია მიმდინარეობს, რომელზეც ბათუმის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარეს წარადგენენ.

ამ თანამდებობას დღეიდან ჯუმბერ მიქელაძე დაიკავებს. იგი პროფესიით იურისტია, თუმცა აქამდე თავისი პროფესიით არასდროს უმუშავია. მისი  განცხადებით,  პარტიული შემოთავაზება  მეგობრისგან, პაატა მგელაძისგან მიიღო, რომელიც ახალი მემარჯვენეების ლიდერია აჭარაში.

ჯუმბერ მიქელაძეს სამუშაო გამოცდილება აქვს არასამთავრობო ორგანიზაციაში   “ბათუმი და ბათუმელები”.

მიქელაძე აჭარიის უმაღლესი საბჭოს  აპარატის ყოფილი უფროსის ოთარ მიქელაძის ვაჟია. ოთარ მიქელაძემ თანამდებობა დაახლოებით ორი წლის წინ დატოვა.  რჩება თუ არა აპარატის ყოფილი უფროსი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრად, ამ კითხვას  უკვე „მემარჯვენე” ჯუმბერ მიქელაძემ კონკრეტული პასუხი არ გასცა. თქვა, რომ არ იცის.

„ახალი მემარჯვენეების” კონფერენცია სასტუმრო რედისონში ამ წუთებშიც მიმდინარეობს. დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში ჯუმბერ მიქელაძე ერთადერთი იყო, ვისაც ტელეოპერატორებთან ერთად სკამი არ შეხვდა და იგი ფეხზე მდგომი ელოდა წარდგინებას.

კონფერენცია ბათუმში „ახალი მემარჯვენეების” საიმიჯო ფილმის ჩვენებით დაიწყო.

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 678 other followers