ადვოკატების დაკავება

სამართალდამცავებმა გასულ შაბათს რამდენიმე მოქალაქე დააკავეს თაღლითობის ბრალდებით, მათ შორის ორი მოქმედი ადვოკატია. დაკავებულები არიან ბათუმში მცხოვრები ადვოკატები – ა.ხ. და ნ.ჯ. პოლიციის ინფორმაციით, მათთან ერთად დააკავეს თბილისში მცხოვრები ქალი – მ.პ. რომელიც ჯგუფის ორგანიზატორად განიხილება. ერთ-ერთი დაკავებული ადრე საგამოძიებო ორგანოში მუშაობდა.

„ბათუმელების“ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, რასაც პოლიციაშიც ადასტურებენ, ამ ჯგუფს წაყენებული აქვს შემდეგი ბრალდება: ისინი, პატიმრების ოჯახებს ჰპირდებოდნენ, რომ მათი ოჯახის წევრებს პრეზიდენტის შესაწყალებელთა სიაში მოახვედრებდნენ, რის სანაცვლოდაც ამ ოჯახებისგან გარკვეული ოდენობის თანხას იღებდნენ.

პოლიციის ინფორმაციით, ამ ჯგუფის წევრებს მოქალაქეებისგან გამორთმეული მაქსიმალური თანხა 20 ათას დოლარი იყო, მინიმალური – 3 ათასი.
ჯერჯერობით პოლიცია მუშაობს ჯგუფის სხვა წევრების დადგენაზეც, დაკითხულია კიდევ რამდენიმე ადვოკატი.

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 678 other followers