ხანძარმა ჩაქვის სასულიერო გიმნაზიის მესამე სართული გაანადგურა

მაია მიქელაძე, ჩაქვი 

3 თებერვალს,  დღის პირველ ნახევარში ჩაქვის წმინდა კეთილმორწმუნე მეფე დავითის სახელობის გიმნაზიას ხანძარი გაუჩნდა. დაიწვა გიმნაზიის მესამე სართული, განადგურდა ინვენტარი. ხანძარს მსხვერპლი არ მოჰყოლია.

ჩაქვის #1 საჯარო სკოლის მოსწავლეები ამბობენ, რომ ხანძარი დღის პირველ ნახევარში გაჩნდა. მთლიანად დაიწვა სკოლის მესამე სართული, კლასები თავისი ინვენტარით, კომპიუტერული ტექნიკა. მოსწავლეები ამბობენ, რომ სახანძრო სამსახური დროულად არ მოსულა, ადგილზე მოსულებს კი წყალიც არ ჰქონდათ.

ხანძარს მსხვერპლი არ მოჰყოლია, რადგან წმ. ანას ხსენების დღესთან დაკავშირებით მოსწავლეები ისვენებდნენ და შენობაში მხოლოდ მოსამსახურე პერსონალი და ადმინისტრაცია იმყოფებოდა.

შეკითხვაზე, რამდენად სერიოზული იყო ხანძარი, რა დროში მოხდა ლოკალიზება და დასჭირდა თუ არა სხვა სახანძრო ბრიგადების დახმარება, ქობულეთის სახანძრო სამაშველო სამსახურის უფროსი დავით დავითაძე ამბობს, რომ ქობულეთის სახანძროს მისვლისას ხანძრი შენობის მესამე სართულზე უკვე მთლიანად მოდებული იყო და აუცილებელი გახდა ჩაქვის ორ სახანძრო მანქანა და ქობულეთის სამი მანქანა დამატებოდა. თუმცა ესეც არ აღმოჩნდა საკმარისი და ქალაქ ბათუმის მერიის სახანძრო-სამაშველო სამსახურის ხუთი მანქანის დამატება გახდა საჭირო.

ხანძრის ლოკალიზება დაახლოებით ერთ საათში მოხდა.
ამ დროისთვის ცნობილი არ არის ხანძრის მიზეზისა და მიყენებული ზარალის შესახებ.

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 678 other followers