21 მაისის აქციის მონაწილეთა პროცესის დასასრული

21 მაისი: პოლიცია და აქციის მონაწილეები

ავტორი: გაზეთი ბათუმელები

„2 წელი პატიმრობა, 2 წელი პირობითი, ბრალის აღიარების გარეშე დამტკიცებულია“, – ეს სასჯელი მიესჯება საბოლოოდ ბრალდებულ ცოტნე ანანიძეს, რომელსაც 21 მაისის აქციის სხვა მონაწილეების მსგავსად, სისხლის სამართლის 2 მუხლით ჰქონდა ბრალი წაყენებული. ეს შეთანხმება, ჯერჯერობით, მხოლოდ განსასჯელსა და პროკურატურას შორის შედგა. მისი გაფორმების პატივი მოსამართლე გიორგი ქაშაკაშვილს ექნება.

„ცოტნე თავს იჭერდა ბოლო წუთამდე, მაგრამ მაინც გადაწყვიტა დათანხმება. ერთ წუთში შეცვალა ყველაფერი და თქვა, რომ აწერს ხელს“, – ამბობს 23 წლის ცოტნე ანანიძის ერთ-ერთი ადვოკატი გია ქარცივაძე.

საპროცესო შეთანხმებას 21 მაისის აქციის კიდევ 7 მონაწილესთან პროკურორმა ზვიად ფხაკაძემაც მიაღწია. საპროცესო გარიგება ჯერჯერობით 21 მაისის აქციის მონაწილე ორ დაკავებულთან – დავით ფარტენაძესა და ტარიელ ფუტკარაძესთან არ გაფორმებულა. სხვებს მიუსაჯეს 2-2 წელი პატიმრობა და იმდენივე პირობითი სასჯელი.

ყველა განსასჯელი აქამდე ჩატარებუ ყველა პროცესზე ამბობდა, რომ დანაშაული არ ჩაუდენია. საპროცესო შეთანხმების გაფორმების დროს კი ყველამ აღაირა, რომ დამნაშავეა. ამ განსასჯელებთან საპროცესო გარიგება დოკუმენტურად მოსამართლე ვერა დოლიძემ გააფორმა.

განსასჯელებს პროკურატურა სისხლის სამართლის კოდექსის ორი – 222-ე და 353-ე მუხლებით ედავებოდა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდათ.

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 678 other followers