საქართველოში კრიმინალი გაქრა (?!)

ავტორი: ლელა დუმბაძე

საქართველოს შს მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა რამდენიმე დღის წინ ლანჩხუთში პოლიციის მორიგი გამჭვირვალე შენობა ბავშვებთან ერთად საზეიმოდ გახსნა: „ამ ბავშვებს ვულოცავ, რომ ექნებათ ასეთი ლამაზი პოლიცია და დარწმუნებული ვარ, ამ პოლიციაში მომუშავე ადამიანი და ეს ბავშვებიც იმუშავებენ, იქნება დაკავებული მხოლოდ მომსახურებით, სერვისით და არ იქნება დაკავებული კრიმინალით, რადგან საქართველოში კრიმინალი გაქრა“.
შემდეგ ვანო მერაბიშვილმა ბავშვებთან ერთად შესძახა: „ლანჩხუთის პოლიციას გაუმარ-ჯოს!“.

გაქრა თუ არა საქართველოში კრიმინალი, როგორც ამას შს მინისტრი აცხადებს? თუ სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული სტატისტიკითვე ვიხელმძღვანელებთ, 2011 წლის ცხრა თვის მონაცემებით საქართველოში 24 455 დანაშაულია რეგისტრირებული. აქედან მხოლოდ 9907 დანაშაულია გახსნილი, ანუ 14 548 დანაშაული ჯერ კიდევ გაუხსნელია. ბოლო თვეების განმავლობაში ისეთმა დანაშაულმაც კი იმატა, რისი აღმოფხვრითაც დიდი ხანია ამაყობს რეფორმირებული პოლიცია, მაგალითად, ავტომანქანების (51 შემთხვევა) და მობილურების (13 შემთხვევა) ქურდობა, რაც ბოლო რამდენიმე წელია, მართლაც იშვიათობა იყო.

ბოლო ცხრა თვის განმავლობაში იმატა ყაჩაღობების რიცხვაც. როგორც ადგილობრივი მედიასაშუალებები წერენ, მარტო ჩოხატაურში მოხდა ოთხი ყაჩაღობის ფაქტი. პოლიციის მონაცემებით კი ბოლო ცხრა თვეში 190 ყაჩაღობის შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან, განსაკუთრებით მძიმეა 21 შემთხვევა. ბოლო ცხრა თვის განმავლობაში 4323 პირი იძებნებოდა, 3756 პირი კი ისევ ძებნაშია.

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 678 other followers