ნაგავსაყარი „ „თუ არა ჩაქვში, მაშინ ოჩხამურში“

ავტორი:ცაგო კახაბერიძე
ინფორმაციას „მყარი ნარჩენების მართვის პროექტის“, ანუ ჩაქვში დაგეგმილი ნაგავსაყრის მშენებლობის ადგილმონაცვლეობის თაობაზე, აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოში არ ადასტურებენ. წყაროს ცნობით კი, პროექტის განხორციელებისთვის ალტერნატიულ ადგილად ხელისუფლება ოჩხამურის ტერიტორიას განიხილავს.

„მყარი ნარჩენების მართვის პროექტი“, რომლის განხორციელებასაც აჭარის მთავრობა დაბა ჩაქვის ტერიტორიაზე გეგმავდა, დღემდე გაყინულია. ამ პროექტის განსახორციელებლად საქართველოს მთავრობამ 2009 წლის პირველ ნახევარში 4 მილიონი ევრო გრანტის სახით და 3 მილიონი ევრო სესხად მიიღო.
ამის მიუხედავად, ჩაქვში სამშენებლო სამუშაოები დღემდე არ დაწყებულა. ამ ტერიტორიაზე ნაგავსაყრის იდეას, როგორც იქ მცხოვრები მოსახლეობა, ისე არასამთავრობო სექტორი აპროტესტებდა. ერთ-ერთი ორგანიზაცია, ვინც დაბა ჩაქვის ნაგავსაყრის მშენებლობას არ ეთანხმებოდა, „მწვანე ალტერნატივა“ იყო. ამავე ორგანიზაციის საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების პროგრამის კოორდინატორის, დავით ჭიპაშვილის ინფორმაციით, პროექტის განხორციელების ალტერნატიულ ვარიანტად ოჩხამურის ტერიტორიის განხილვა მათი შეთავაზება იყო:

„პრინციპში, ესეც განხილვის საგანია, მაგრამ ეს არის ადგილი, რომელიც ღირს, რომ განიხილონ ალტერნატივად. ოჩხამურში არის ადგილები, სადაც მოსახლეობა არ ცხოვრობს, თუმცა ეკოლოგიური ფაქტორების მხრივ, საკითხი მაინც შესასწავლია: ტერიტორიას გეოლოგიური კვლევა უნდა ჩაუტარდეს, შემდეგ შედეგები უნდა განიხილონ საჯაროდ, შემდეგ კი შეიძლება გვქონდეს ჩამოყალიბებული აზრი“.

„მყარი ნარჩენების მართვის პროექტი აჭარაში“ ახალი ნაგავსაყრის მოწყობას და ორი უკვე არსებული ნაგავსაყრის დახურვასაც ითვალისწინებს. ახალი ნაგავსაყრის მშენებლობა, გარემოს დაცვის თვალსაზრისით, სწორედ ამიტომაც არის მნიშვნელოვანი.

2 Responses to ნაგავსაყარი „ „თუ არა ჩაქვში, მაშინ ოჩხამურში“

  1. jemal ananiZe says:

    თუ აჭარაში ნარჩენების მართვა გაინტერესებთ, შეგიძლიათ შემოგვეხმიანოთ ელ.ფოსტაზე j.ananidze@batumi.ge. მიმდინარე წლის თებერვლის თვე გადაწყვეტს ნაგავსაყრელის საბოლოო ადგილის განსაზღვრას აჭარაში შვედი სპეციალისტების დასკვნის საფუძველზე, თუმცა ამის პარალელურად აქტიურად განიხილება ნარჩენების სრული გადამუშავების საკითხებიც, უკვე გვაქვს სამი მნიშველოვანი შემოთავაზება, ასე რომ ნარჩენების ახალი პოლიგონი დაგვჭირდება მხოლოდ რეზერვის მიზნით რისკებისგან რეგიონის დაცვისათვის.
    მზად ვართ ნარჩენების პოლიგონის ალტერნატიული ვარიანტების შერჩევაში ვითანამშრომლოთ

    ჯემალ ანანიძე
    ქ. ბათუმის მერის მოადგილე,
    აჭარაში მყარი ნარჩენების მართვის
    სამთავრობო კომისიის თავმჯდომარე

    • ნანა კვაჭაძე, „ბათუმელები" says:

      დიდი მადლობა ბატონო ჯემალ გამოხმაურებისთვის. აუცილებლად დაგიკავშირდებათ სტატიის ავტორი.

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 678 other followers