Facebook-ი მედიის წინააღმდეგ

ავტორი (მოქალაქე ჟურნალისტი)  გიგლა ახალაია.

Facebook_ის საშუალებით ჩვენ შევძელით ჩაგვეტარებინა გამოკითხვა მომხმარებლებს შორის და გაგვერკვია რამდენად ეხმარებოდა მათ და რამდენად კონკურენტუნარიანი იყო მედიასთან მიმართებაში.

 მომხმარებლების 95%–მა უპასუხა, რომ Facebook-ი არის მათთვის კარგი ინფორმაციის წყარო. ის სწრაფი საშუალებაა იმისთვის, რომ არ ჩამორჩე ცხოვრების დინებას, ეცნობოდე იმ პროცესებსა და მოვლენებს რაც ხდება მსოფლიოში.

 5% მიიჩნევს, რომ ტელესივრცე მათთვის უფრო ხელმისაწვდომია და ურჩევნიათ მედიის საშუალებით გაიგონ მსოფლიოში მომხდარი ცვლილებების შესახებ. ზემოთ მოცემული სტატისტიკა მოწმობს რომ Facebook-მა შეძლო მოეწყვიტა ტელევიზორისთვის საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილი. აქ საინტერესო ის ფაქტია, რომ სწორედ სოციალურ ქსელში დარეგისტრირებულია ეს 5% რომლებიც მიიჩნევს ტელევიზიას სიახლეების გაგების საშუალებად. თავისთავად ეს ცოტა უცნაურია…

 რეალურად ინფრომაციის მიწოდების წყარომ ადგილი შეინაცვლა, სხვა განზომილებაში გადავიდა. ეს გამოწვეულია იმით, რომ სოციალური ქსელი ადვილად ათვისებადია და ხელმისაწვდომია თითქმის ყველა ფენისთვის. სწორედ ამ თვისებების გამო Facebook-მა მსოფლიოში სწრაფად მოიპოვა აღიარება და ამას მოწმობს ისიც, რომ 800 მილიონზე მეტი აქტიური წევრი ერთმანეთს უზიარებს „ზღვა“ ინფორმაციას. ნებისმიერი სიახლე იმ წუთშივე იტვირთება Facebook-ის სერვერზე.

 ადამინები რომლებიც ნაკლებად იყვნენ დაინტერესებული ინტერნეტ სივრცით ამ კონკრეტულ შემთხვევაში უძლური აღმოჩდნენ Facebook-ის მიმზიდველობის წინაშე. საზოგადოების პასიური წევრებიც აქტიურად ჩაერთნენ ვირტუალური სამყაროს ცხოვრებაში.

 ვფიქრობ ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, რომ საზოგდოება გადაერთო ახალ უფრო მოხმარებად  სოციალურ ქსელში, რომელსაც რეალური კონკურენტები ნაკლებად ჰყავს. ეს გასაკვირი არ არის, თანამედროვეობაში მომხდარი ცვლილებები განაპირობებს ყოველივე ამას. როგორც გასულ საუკუნეში რადიო ჩაანაცვლა ტელევიზორმა ასევე დღეს-დღეობით ტელევიზორს ანაცვლებს სოციალური ქსელი. ისტორიული განვითარების შესაბამისად ვითარდება ინფორმაციის გაცვლის წყაროებიც.

About newsbatumi
journalist

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 678 other followers