„ფერადი“ შემოქმედება
16.12.2011 39 Comments
ავტორი: (მოქალაქე ჟურნალისტი) ლუიზა ბალაძე
საქართველოში ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდაა. თუმცა, სამწუხაროდ, მათგან მხოლოდ ნაწილს აქვს თავისი ნიჭის საზოგადოებისთვის გაზიარების შესაძლებლობა. საჭიროა აღმოვაჩნოთ ასეთი ადამიანები და ვეზიაროთ მათ შემოქმედებას.
გადავწყვიტე გაგაცნოთ ორი ადამიანი, რომელიც, ვთვლი, რომ მართლაც ძალიან ნიჭიერია.
ნინო თათარაშვილი, 20 წლის, ცხოვრობს ქ. თბილისში. ხატავს ბავშვობიდან, ეს ნიჭი დედისგან გამოყვა, რომელიც მხატვარ-ოქრომჭედელია. როგორც თვითონ აღნიშნა, განსაკუთრებით უყვარს პორტრეტების შექმნა, ასევე ქმნის კარიკატურებსაც. Aამბობს, რომ ბავშვობაში ხატავდა ფერებში, ახლა კი მისი ნამუშევრები ძირითადად ფანქრითაა შესრულებული.
რა თქმა უნდა ეს საქმიანობა მას სიამოვნებას ანიჭებს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მის ნამუშევარს იწონებენ.
ახლა კი იხილეთ ნინოს რამდენიმე ნახატი…
This slideshow requires JavaScript.
ასევე მინდა გაგაცნოთ მეორე ნიჭიერი ახალგაზრდა.
ვახტანგ ნაკაშიძე - 19 წლის, სწავლობს შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ფლობს შემოქმედებით ნიჭს, წერს ლექსებს. მე პირადად მოხიბლული ვარ მისი შემოქმედებით და იმედი მაქვს, თქვენც დადებითან შეაფასებთ მას.
ვახტანგი აღნიშნავს, რომ პირველად დაწერა 2009 წლის ოქტომბერში. ლექსებს ქმნიდა მაშინ, როცა მუზა “ჰყავდა”. როგორც თვითონ ამბობს, ამჟამად ის იშვიათად წერს… ” ვწერდი მხოლოდ მაშინ, როცა ცუდ ხასიათზე ვიყავი. რთულია, როცა არ გეშვება მუზა და თუკი არ გადმოიტან ჩანაფიქრს ფურცელზე ის მოსვენებას არ გაძლევს. ლექსების წერა სიამოვნებას მანიჭებს, განსაკუთრებით წერის დასრულება და სასურველი შედეგის მიღება, უფრო კი იმ ადამიანის ემოცია მიყვარს, ვისაც ჩემი შემოქმედება მართლაც მოსწონს”.
ვახტანგი თავისი ლექსებით იშვიათად გამოდის აუდიტორიის წინაშე, ისიც მხოლოდ მეგობრების წრეში.
ახლა კი წაიკითხეთ მისი რამდენიმე ლექსი და თავად შეაფასეთ:
….
ო, როგორ ძლიერ იწელება ეს დღე უაზროდ,
როგორც სიზიფე მიაჩოჩებს ტანჯვით თავის ქვას,
როგორ არ მინდა განვიცადო ისევ ფიასკო
გულს რა ძლიერ სურს აარიდოს თავი გამიჯვნას.
როგორ მინდა, რომ ქარიშხალმა იფეთქოს ისევ
და გამატანოს მე ტალღების უკვდავ ზვირ(ი)თებს,
და გულსაც თითქოს სიყვარულის დუელში ვიწვევ
ვხედავ ეშმაკის დამცინავი სახის მიმიკებს…
ვიცი ბრძოლაში დამარცხება კვლავ მე მომელის,
მინდა ავხადო სამუდამოდ ჩუმ ფიქრებს ფარდა,
როგორც ტრაგიკულ პერსონაჟებს მცირე ნოველის-
ყველას სიკვდილი განუცდია, ვისაც უყვარდა…
….
ჩემი გრძნობა ისევ ისე მტკიცე არი,
შენ ხარ ჩემი გოგოს, ქალის იდეალი.
შენს ხატებას ალბათ ბევრი ემონება,
შენ ხარ ჩემი ცოდვილ სულის გემოვნება…
ჩემ წინ შენს ლანდს შევცქერი და ისე ვმღერი,
შენ ხარ ამ ფიქრების ერთადერთი მტერი.
ღმერთმა ისევ შენთვის ტანჯვა მიწყალობა,
შენ ხარ ჩემი ოცნებების რეალობა…
თუ გამათბობს ისევ ერთი-ორი ნოტი
შენად იქცა ისევ ჩემი ჰორიზონტი.
ისევ განგებამ შეცვალა ჩემი ნება,
ისევ რითმად გადაიქცა ჩემი ვნება…
ისევ ამ სტრიქონებში ვარ დამარხული,
თუმც კი კვლავაც ფეთქავს წრფელად ჩემი გული.
ისევ გრძნობა, ისევ ისე მტკიცე არი,
ისევ ქალი, ისევ ჩემი იდეალი…
…
გულს ლახვარი რომ დამასო,
ან თუ ტყუილს დააპირებ,
ეს ლექსიც არ დამიფასო
მე ყველაფერს გაპატიებ.
მხოლოდ ერთხელ თუ მაკოცებ,
მისთვის ღამეს გავათიებ,
მაგის უფლებაც არ მომცე,
მე მაგასაც გაპატიებ.
შენს ღირსად რომც არ ჩამთვალო
თუმც ჩემს გულს კვლავ აატირებ,
ერთხელაც არ შემიბრალო
მაგასაც კი გაპატიებ.
არ მოვითხოვ დამიფასო,
დავთმობ ყველა ნაპატიებს…
ოღონდ არ თქვა სხვა მიყვარსო,
მაგას თავს არ ვაპატიებ!..
ესეც მისი ბოლო ლექსი:
გონებაში კვლავ იდეა დამებადა,
ცალი თვალით მაგიდაზე დანას ვუცქერ,
ვერ ავიტანე უშენოდ ცხოვრება და
ჩემი სისხლიანი თითით გადავფურცლე…
( ვ. ნაკაშიძე )
P.S. საჭიროა თუ არა საზოგადოება იცნობდეს ასეთ ადამიანებს? იმედია დამეთანხმებით, რომ ნიჭიერი ახალგაზრდებით უნდა ვამაყობდეთ.
ნინოსა და ვახოს მსგავსნი ბევრნი არიან, მათ ჩვენი მხარდაჭერა და სტიმული სჭირდებათ, რომ არ შეწყვიტონ შემოქმედებითი საქმიანობა და თავიანთი ნიჭი მაქსიმალურად გამოავლინონ.








me gaxlavart gazet ” sityva da saqmis” redaqtori da ubralod ar shemidzlia am statiit migebuli agfrtovaneba davmalo .. Yochag luiza da ase yochagad gaagrdzele
namdvilad nichieri xalxia )) vaxooo meamayebiii :* :*
afrtovanebuli var:**:
ადამიანების ორი კატეგორია შეგვიძლია გამოვყოთ:
თუმცა ჩემი აზრით ეს პრობლემა ყოველთვის იყო და იქნება
ისინი ვინც საჭირო დროს საჭირო ადგილას იმყოფებიან და მეორე არ იმყოფებიან… რაც უმეტესწილად გარემოებითაა გამოწვეული… ჩემი აზრით აუციელბელია საზოგადოება იცნობდეს ისეთ ხელოვან ადამიანებს რომლებსაც თავიანთი საქმის კეტება სიამოვნებთ და უანგაროდ აკეთებენ და არა როგორც ძალიან ბევრ ცნობილ, თუმცა მთლიანად მატერიალურ ყოფაზე დამოკიდებულ ხელოვანებს, რომლებიც მხოლოდ განვითარების შეფერხებას ან სრულიად დეგრადაციას იწვევენ
ძაან კარგი სტატია იყო, ნაღდად ღირდა წაკითხვა, ამასთანავე აღსანიშნავია ის ფაქტიც რომ საზოგადოებამ ნაღდად არ იცის, რომ ჩვენ გვერდით არსებობენ ადამიანები რომელთაც განსაკუთრებული ნიჭი გააჩნიათ.
მადლობთ ღირებული ინფორმაციისთვის
ყოჩაღ ახალგაზრდებოო!!! საინტერესო ახალგაზრდები არიან ძალიან:)
momewona dzaliaaaaaaaan:):):):
lamazi leqsebi da naxatebiaaaa:):):)
ძალიან სასარგებლო პოსტი იყო და მადლობა ავტორს რომ გაგვაცნო ორი ასეთი ნიჭიერი ადამიანი… ძალიან მომეწონა მათი შემოქმედება.
მართლა კარგი შემოქმედებაააა…ყოჩაღ ბავშვებოო,ასე გააგრძელეთ.,არ დაკარგოთ წერის და ხატვის სურვილი,:):):)
vaxooo xedav sad gaichite dzmaaaa:D:D:D kaia dzaliaaaan.am gogonas naxatebic dzalian momewonaa…shedevria namdvilaaad:):):) warmatebebi oriveeees.
bavshvze roa naxatii dzalian rtuli chasawvdomia, neta ra akvs naxatshi chafikrebuli avtors?: X:X:X..momwons dzalian!
ვაფასებ ასეთ ახალგაზრდებს, საქართველოში ჯანსაღი ცხოვრებით ბევრი არ ცხოვრობს და უნდა გვიხაროდეს რომ მაინც ბევრი გვყავს შემოქმედებითი ადამიანი,მათ კი ჩვენი მხარდაჭერა სჭირდებათ…კარგი სტატიააა მართლაც და კარგი ახალგაზრდები!!
kargia
სხვებზეც დაწერეთ რა… ბევრია ნიჭიერი ადამიანი და მტ შესახებაც გვინდა რომ გავიგოთ
vaime dzaan magaria………unijieresi pirovnebebi:*:*:*
აი ნამდვილად დასაფასებელი ადამიანები არიან და ნამდვილად სჭირდებათ ჩვენი მხარდაჭერა. ეს ნიჭი არამარტო მათი სახელია, არამედ ჩვენი. ორმაგად საამაყოა ის, რომ ეს ახალგაზრდები არიან ქართველები.
ბევრმა უნდა დაწეროოს ასეტი სტატიაა, რადგან ეს თემა ყველასთვის აქტუალური გახდეეეეს
მადლობა ლუიი:) ყველაზე საინტერესო სტატია იყო…ზოგიერთ მომენტებში ცოტათი ბანალურ და შედარებებს და დახასიათებებს აკეთებ : ‘ფლობს შემოქმედებით ნიჭს, წერს ლექსებს’, ‘ეს ნიჭი დედისგან გამოყვა’ და ა.შ… მაგრამ,მთლიანობაში მომეწონა.
p.s. გრამატიკული შესწორებებია საჭირო:)
წარმატებას გისურვებ:)
ვფიქრობ მართლაც საჭიროა ასეთ ადამიანებს იცნობდეს პუბლიკა, ეს მათთვის სტიმულია იმისა რომ უფრო აქტიურები გახდნენ…………..
ძალიან მომეწონა ნახატებიც და ლექსებიც. საინტერესოა კარგი იქნება თუ ხშირად გამოაქვეყნებთ ნიჭიერ ადამიანებზე სტატიებს
zalian magari leqsia,saagol vaxoo…
მე მჯერავს რომ ჩვენს დალოცვილ ქვეყანაში არსებობენ ნიჭიერი ადამიანები,თუმცა მათ არ აქვთ საკუთარი თავის წარმოჩენის შესაძლებლობა! ამიტომ საჭიროა ლუი შენნაირი ადამიანები რომ ისინი დააკავშირო საზოგადოებასთან…. ძალიან მომეწონა შენი ნამუშევარი ლუი…. წარმატებები…………..
genacvale lui shesanishnavi statiaa martlac…dzaan sainteresoa..getanxmebi namdvilad rom aseti nichieri axalgazrdebi martlac bevria saqartveloshi tumca arc tu ise cnobilia mati shemoqmedebaa….rac dzalian cudia…imedia martlac daafasebs aset adamianebs sazogadoeba uaxloes momavalshi:)
vaxos shemoqmedebit didi xania agfrtovanebuli var,ninos naxatebic aseve agmafrtovanebelia namdvilad.namdvilad chirdebat stimulireba am bavshvebs.aucileblad gaagrzelet wera da xatva.
yochag luiza
leqsebi mecnoba
naxatebi momewona dzaan :**
lamazi naxatebiaa … leeqsebi mec mecnoba
aseti adamianebi esajiroeba swored saqartvelos……….(es tema blogistvis aqtualuri tu araa unda gaxdes sazogadoebisatvis, swored esa statiis mizani)
ნამდვილად გეთანხმები ავტორო, ჩვენ ირგვლივ ძალიან ბევრი ნიჩიერი ადამიანია და საზოგადოებისთვის მათი წარდგენა ყოველი ჩვენთაგანის ვალია
dzalian nichieri adamianebi xart upiervelesad statiis avtorii da shemdeg luizas mier warmodgenili ori nichieri, vaxo uchkvianesi xar:)
kargi iqneba tu am axlalgazrdebis nichiereba chrdilqvesh ar moeqceva da wamoiweva wina xazze….:)
magaria….
dzalian nichieri bavhsvebi arian:*
momwooooooons miyvars aseti nichieri xalxiii :******
saintereso statiaaaa…..momewonaaa , dzaliaan saintereso axalgazrdebi arian:):):):):):
ვახო…ყველაზე ნიჭიერი…ნამდვილად არ უნდა იმყოფებოდნენ ჩრდილის ქვეშ ასეთი ადამიანები…..
dzalian kargia aseti adamianebi rom arseboben.
sagoooo, kargi namushevariaa::):):)