ნანატრი ოცნება სრულდება

ავტორი: (მოქალაქე ჟურნალისტი) თამარ ლომიძე

დაახლოებით 60 წლის მანძილზე გორგასლის ჩიხში მცხოვრებ მოსახლეობას ჰქონდა  საერთო გასაჭირი,რომლის მოსაგვარებლადაც არაერთხელ გამოუთქვამთ პრეტენზია. ეს იქნებოდა სიტყვიერად თუ წერილობითი ფორმით.

ამდენი ხნის მოლოდინის შემდეგ“ნანატრი ოცნება სრულდება“. ბათუმის მერიამ გადაწყვიტა იქ მცხოვრები მოსახლეობისათვის საჩუქარი გაეკეთებინა და გზა დაეგო.ისინი ვერც კი წარმოიდგენდნენ, რომ ოდესმე ყურადღებას მიაქცევდნენ და გზას დაუგებდნენ. ამ ფაქტმა დიდი სიხარული გამოიწვია თითოეული მობინადრის გულში. დიდი თუ პატარა, ქალი თუ კაცი ქუჩაში გამოდიოდნენ რათა   საკუთარი თვალით ენახათ თუ როგორ მიმდინარეობდა სამუშაო პროცესი.

ამ ფაქტმა არამარტო სიხარული გამოიწვია მეზობლებს შორის, არამედ კამათის საგნადაც კი  იქცა.მათი შეხედულებები ეწინააღმდეგებოდა ერთმანეთს,ნაწილი თვლიდა, რომ მის წინ გაშენებული გაზონი არ უნდა დანგრეულიყო,ხოლო ნაწილი კი ამ მოსაზრებას არ ეთანხმებოდა,რადგან მიაჩნდათ,რომ ეს მონაკვეთი ეკუთვნოდა არა მათ არამედ გზის სავალ ბილიკს.

აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად მერიის წარმომადგენლებმა გადაწყვეტილება მიიღეს,რომ ვისაც კი საკუთარი სახლის წინ რაიმე აქვს გაშენებული უნდა დანგრეულიყო, რადგან მათ საკუთრებას არ წარმოადგენდა.

ისინი სიხარულით შეჰყურებდნენ ამ ფაქტს,რადგან ბოლოს და ბოლოს ექნებათ ქუჩა სადაც არ იქნება წყალი და მტვერი დაგუბებული. მოსახლეობის აზრიც იქნა გათვალისწინებული, მერიამაც დათმო რაღაც და ოცნება რეალობად იქცა.მუშებმა აახმაურეს ქუჩა,მოასფალტდა დანგრეული და დაზიანეული ადგილები, გალამაზდა ტროტუარები, ადამიანებმა შვებით ამოისუნთქეს.მათ აღარ მოუწევთ სიარული ტალახში და მტვერში. ამიერიდან, ისინი ისარგებლებენ გალამაზებული ქუჩით.

About newsbatumi
journalist

4 Responses to ნანატრი ოცნება სრულდება

  1. Giorgi says:

    piari piari piari piari…

  2. :) says:

    ჯერ არაფერი გაუკეთებიათ ცრუ ინფორმაციას რატო ავრცელებთ?

  3. edditor22 says:

    იქნებ თქვენ დაწეროთ, თქვენი აზრით სინამდევილე რაც არის და ის გამოქვეყნოთ აქვე. კეს არის ამ მოქალაქე ჟურნალისტის დანახული სინამდვილე. შეგიძლიათ თქვენც გახდეთ მოქალაქე ჟურნალისტი და თქვენი თვალით დანახული სინამდვლე გვითხრათ:)

  4. giga_motskobili says:

    ვერ ჩამოვყალიბდი რა მეთქვა:) ერთის მხრივ,მგონია რომ ბათუმის მერიას პიარს უწევ,მეორეს მხრივ კი მგონია,რომ როგორც მოქალაქეს გიხარია საზოგადოებაში მიმდინარე დადებით ‘ძვრები’ და ამას აღწერ:) მოკლედ,არასრულყოფილია…

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 678 other followers