გაცივებული კერა

   ავტორი: (მოქალაქე ჟურნალისტი) მარიკა ზაქარაძე

როგორ გამოიყურება ქართული სოფლები დღეს?  განსაკუთრებით ისინი რომლებიც ჩვენი ქვეყნის მაღალმთიან რეგიონებში მდებარეობენ. არის თუ არა იქ დღესაც ისეთივე ჟრიამული როგორც უწინ? ისევ იგრძნობა ის სიცოცხლე და მხიარულება რაც ძველად სუფევდა?- მსგავსი კითხვები ბევრჯერ გამჩენია მაშინ, როცა  ჩემს სოფელში მეზობლად მდგარ რამდენ მიტოვებულ სახლს ვხედავ. მართალია ზოგიერთი  მფლობელი ზაფხულობით რამოდენიმე დღეს იქ ატარებს, მაგრამ ეს დიდი ვერაფერი შეღავათია იმ პრობლემასთან, რომელზეც მსურს  გესაუბროთ.

თანამედროვე ცხოვრებამ და ცივილიზაციამ  ყველა ქართულ სოფელს რომ სახე უცვალა ეს უდავო ფაქტია. თუმცა  ჩვენი ტრადიციები,  ფოლკლორი,  ქართული სული, ულამაზესი  ბუნება, ჯანსაღი ჰაერი, რითაც ასე ვამაყობთ სწორედ სოფელმა შემოგვინახა. ყველა ქართველი ხომ თავისი წარსულით სოფელს უკავშირდება.  რეალობა კი ის არის, რომ სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანაში უკვე ბევრი სოფელი დაცარიელდა, გაუდაბურდა  და ეს პროცესი კვლავაც გრძელდება. ოდესღაც აყვავებული ადგილები დღეს უკვე მოსახლეობისგან იცლება, სადაც რა თქმა უნდა აღარც ბავშვები იბადებიან. ბევრია ისეთიც, რომლებსაც მხოლოდ „ნასოფლარს“ თუ ვუწოდებთ,  არადა როგორც ვაჟა-ფშაველა ამბობდა: “რა საშინელი, შემაძრწუნებელი სიტყვაა “ნასოფლარი”.

როგორც ჩანს ადამიანებს  დაგვავიწყდა რას გვასწავლიდნენ ჩვენი ქვეყნის დიდი პატრიოტები, მაგალითად  აკაკი: “ყმაწვილი, რომელიც კი სოფელში არ გაზრდილა, ბუნებაზე სრულიად მოსხლეტილია. ის არის მოკლებული უპირველეს ბედნიერებას. ქალაქში გაზრდილ ბავშვს, გენიოსიც რომ იყოს, მისი მასწავლებელი სიტყვით და ნახატებით ისე ვერ გააცნობს ბუნებას, როგორც სოფლელი იცნობს თავის საკუთარი ნახულობით“.

საინტერესოა რა არის ამ ყველაფრის გამომწვევი მიზეზი, რა აიძულებთ ადამიანებს მიატოვონ მშობლიური კერა, კედლები სადაც დაიბადნენ, გაიზარდნენ და რომელიც მათი წარსულისა და  წინაპრების ხსოვნას ინახავს,  ყოველივე რასაც ისინი პატივს სცემდნენ და შვება ბარში ჰპოვონ.

მიზეზი პირველ რიგში ის არის, რომ სოფლებში ეკონომიკური ცხოვრების დონე გაცილებით დაბალია ვიდრე ქალაქში. არ ხორციელდება სოფლის განვითარების ღონისძიებები, არ არსებობს სტიმული, რის გამოც ისინი იქ დარჩებიან.  ურჩევნიათ წავიდნენ იქ სადაც  უფრო მეტი შესაძლებლობები აქვთ და სწორედ ამიტომ  თავიანთ ბედსაც ქალაქში ეძიებენ.  სამწუხაროდ მცირეა იმ ქველმოქმედ ადამიანთა რიცხვიც, რომლებსაც შეუძლიათ ამ პრობლემის აღმოფხვრაში თავიანთი წვლილი შეიტანონ. ამასობაში კი  ოდესღაც სიცოცხლით სავსე ქართული სოფლები დღეს მხოლოდ მოხუცების იმედად რჩება, რომლებსაც ახალგაზრდებისგან განსხვავებით  გული არ მიუწევთ მამაპაპური კერის დატოვებისკენ და  ბოლომდე მისი ერთგულნი რჩებიან.

About newsbatumi
journalist

2 Responses to გაცივებული კერა

  1. edditor22 says:

    არავის განაღვლებთ ხომ ეს პრობლემა? აბა სოფლელობა აღარავის უნდაააააააააა ავტორო, შენ თუ იცხოვრებდი სოფელში?

  2. marikaza says:

    სოფელში არ ვცხოვრობ მაგრამ მშობლიური კერა მიტოვებული ნამდვილად არ მაქვს, ყოველ შაბათ-კვირას ვცდილობ ავიდე ჩემს სოფელში და ყველა არდადეგებსაც იქ ვატარებ. ეს პრობლემა ყველას არ ეხება მაგრამ საერთო სურათი ძალიან ცუდია და გეთანხმები, რომ ბევრს საერთოდ არ ანაღვლებს ის.

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 678 other followers