ბათუმი სიკვდილით დასჯის წინააღმდეგ

 ავტორი: ნანა კვაჭაძე 

ბათუმი ერთადერთი ქალაქია საქართველოში, რომელიც 2005 წლიდან უერთდება მოძრაობას „ქალაქები სიკვდილით დასჯის წინააღმდეგ”. მოძრაობა, რომელიც ამჟამად 1403 ქალაქს აერთიანებს, იტალიაში დაარსდა წმინდა ეჯიდიოს საზოგადოების მიერ. მოძრაობა ყოველი წლის 30 ნოემბერს მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში აპროტესტებს სიკვდილით დასჯას და მონაწილე ქალაქები სხვადასხვა შემოწირულობებით ცდილობენ სიკვდილმისჯილ ადამიანებს დაუქირავონ კვალიფიციური ადვოკატი და გადაარჩინონ მათი სიცოცხლე.

ბათუმის „პრესკაფეში“ ამ თემაზე გამართულ შეხვედრას დღეს მხოლოდ რამდენიმე ადამიანი ესწრებოდა. სვეტა კუდბამ, წმინდა ნინოს და წმინდა ფრანჩესკას საქველმოქმედო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, „ბათუმელებთან” აღნიშნა, რომ ეს გულგრილობა გარკვეულწილად უკავშირდება მოქალაქეების შიშს, რომლებიც ფიქრობენ, რომ ნებისმიერ აქციაში მონაწილეობა ავტომატურად ნიშნავს ხელისუფლების წინააღმდეგ გამოსვლას, მეორეს მხრივ მოქალაქეები თვლიან, რომ ეს მათი პრობლემა არ არის: „ხშირად მომისმენია, „ჩვენთან ხომ არ არის სიკვდილით დასჯა”, „ჩვენ ხომ არ გვეხება ეს“. არც ყირგიზეთში იყო, მაგრამ წელს აქტიურად საუბრობენ იმაზე, რომ შესაძლოა სიკვდილით დასჯა ისევ შემოიღონ. რა გარანტიაა, რომ ჩვენთანაც არ დაიწყება ამაზე საუბარი. ვამბობთ, რომ ევროპისკენ მივდივართ, მაგრამ ქმედებაში არ არის ეს გამოხატული. ბელორუსიაში არის სიკვდილით დასჯა და შარშან მინსკის მაცხოვრებელები გამოვიდნენ ქუჩაში და გაილაშქრეს ამის წინააღმდეგ. სოლიდარობა მნიშვნელოვანია.”

საქართველო მეორე პოსტსაბჭოთა ქვეყანა იყო (მოლდოვას შემდეგ), სადაც სასჯელის უმაღლესი ზომა, სიკვდილით დასჯა, 1997 წლის გაუქმდა. სვეტა კუდბა ამბობს, რომ იმ დროისათვის საქართველოში 30 ადამიანი ელოდებოდა სასიკვდილო განაჩენის აღსრულებას.

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 678 other followers