სახალხო დამცველის მიმართვა გაზეთ „ბათუმელების“ საქმესთან დაკავშირებით

გიორგი ტუღუში

საქართველოს სახალხო დამცველის მიმართვას საქართველოს მთავარ პროკურორს შეისწავლოს გაზეთ „ბათუმელების“ წარმომადგენლების მიერ მიწოდებული ინფორმაცია, საქმეზე ჭეშმარიტებისა და ეფექტური შედეგის დადგომის მიზნით.

„გაზეთ „ბათუმელების” ინფორმაციით, 2011 წლის 20 ნოემბერს, გაზეთის დირექტორმა ქალბატონმა მზია ამაღლობელმა დაადგინა პიროვნება, რომელიც მათი გაზეთის საგამოძიებო ჯგუფის კოორდინატორს თედო ჯორბენაძეს აშანტაჟებდა. მათ გამოიძახეს საპატრულო პოლიცია, რომელმაც ადგილზე არანაირი წერილობითი დოკუმენტი არ შეადგინა.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, გაზეთ „ბათუმელების“ წარმომადგენლებმა განცხადებებით მიმართეს საქართველოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორს და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს.

მოგეხსენებათ, 2009 წლის 25 ნოემბერს, გაზეთ „ბათუმელების“ ჟურნალისტური გამოძიების კოორდინატორი თედო ჯორბენაძე, უცნობმა პირებმა ქ. ბათუმის, შს განყოფილების შენობაში დაიბარეს. მას თან თანამშრომლები ახლდნენ. აღნიშნულ პირთა განმარტებით, უცნობმა პირებმა თედო ჯორბენაძეს ანახეს შავ – თეთრი ფოტოები, რომლებზეც თითქოს გამოსახული იყო თავად ჟურნალისტი. მოსთხოვეს მეორე დღეს მათთან შეხვედრა, წინააღმდეგ შემთხვევაში დაემუქრნენ, სურათებისა და ვიდეოების გასაჯაროებით.

აღნიშნულ საქმეზე 2009 წლის 11 დეკემბერს საქმეზე არსებული მასალის შესწავლის შემდგომ, „სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21–ე მუხლზე დაყრდნობით, სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა მთავარ პროკურორს და მოითხოვა საქმის შესწავლა. ამ საქმეზე ეფექტური გამოძიების რეკომენდაცია გაიცა ასევე საქართველოს სახალხო დამცველის 2010 წლის საპარლამენტო ანგარიშში.

ჩვენს ხელთ არსებული ოფიციალური კორესპონდენციების თანახმად, 2010 წლის 18 თებერვალს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საგამოძიებო ნაწილში დაიწყო წინასწარი გამოძიება, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

სამწუხაროდ დღემდე თედო ჯორბენაძის მიმართ განხორციელებული ქმედების ფაქტზე გამოძიება არ არის დასრულებული“, – აღნიშნულია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 678 other followers