კინოთეატრ „აპოლოში“ ბილეთი გაიაფდა

  „აპოლოს” მენეჯმენტმა გადაწყევტილება მიიღო კინოსენასებზე დასასწრები ბილეთის ფასი გააიაფოს. ახლა „აპოლოში“ ყველაზე ძვირი, 10-ლარიანი ბილეთის შეძენა მხოლოდ საპრემიერო კინოჩვენებაზე დასწრების მსურველებს მოუწევთ, მომდევნო დღეებში კი იმავე ფილმზე დასასწრები ბილეთის შეძენა 8 ლარადაა შესაძლებელი. ყველაზე იაფი კი დილის კინოსეანსის ბილეთია, მისი ფასი 4 ლარია.
კინოთეატრ „აპოლოს” მენეჯერი, გიორგი მოისწრაფიშვილი გადაწყვეტილებას მომხმარებლის ინტერესების გათვალისწინებით ხსნის: „როგორც იცით, აპოლო კინო რუსთაველის ფილიალია ბათუმში. მენეჯმენტს შევთავაზეთ ჩვენი წინადადება ფასების დაწევასთან დაკავშირებით, რადგან ვიცით ბათუმის ბაზარი და გვინდოდა, კინო ყველასთვის ხელმისაწვდომი ყოფილიყო. საპრემიერო კინოჩვენებების დროს მაყურებელი აპოლოს ნამდვილად არ აკლია, მაგრამ მომდევნო დღეებში მათი რაოდენობა იკლებს, სწორედ ამიტომ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება.”
ყოველ ხუთშაბათს „აპოლოში“ ახალი კინოფილმის პრემიერა იმართება. ამჯერად ბათუმში, ისევე როგორც თბილისსა და სხვა ქვეყნების ქალაქებში მაყურებლები გახმაურებული საგას, „ბინდის“ (სტეფანი მეიერის ბესტსელერის მიხედვით გადაღებული ფილმი) შემდეგ ნაწილს, „განთიადს“ ელოდებიან, რომლის მსოფლიო პრემიერა 18 ნოემბერს შედგა. კინოთეატრ „რუსთაველის” ოფიციალურ ვებგვერდზე აღნიშნულია, რომ თბილისში „განთიადის” პრემიერა 24 ნოემბერს გაიმართება. ამ დღეს ელოდებიან ფილმის პრემიერას ბათუმშიც. „აპოლოს” მენეჯერი ამბობს, რომ ფილმი ბათუმში მაქსიმუმ ერთი დღის დაგვიანებით შეიძლება აჩვენონ.

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 678 other followers