საქართველოში ქრის ბრაუნი და პატრიცია კაასი ჩამოვა

chris brown

ფესტივალ „გოლდენ ტალანტი 2011“-ის გენერალური პროდიუსერი ეკა ჩიტაშვილი ანაზღაურების გარეშე დარჩა. მას კომპანია `ჯორჯიან არტ ფესტმა~ კუთვნილი ანაზღაურება _ 30 ათასი ევრო არ გადაუხადა. ჩიტაშვილის გარდა ანაზღაურება არ აუღიათ სხვა თანამშრომლებსაც. როგორც ეკა ჩიტაშვილი ამბობს, იგი ყველა საშუალებით ეცადა კუთვნილი ანაზღაურების მიღებას, მაგრამ ქვეყანაში, სადაც კანონი არ კანონობს და სახელმწიფო მაფიაა, შედეგს ვერ მიაღწია. ჩიტაშვილი ისევ მოლდოვაში დაბრუნდა. მან საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართა დახმარებისათვის და კვლავ აქვს იმედი, კუთვნილი ანაზღაურების მიღებისა.

საერთაშორისო კომპანია „მაქსიმუმი“, რომელსაც ეკა ჩიტაშვილი ხელმძღვანელობს, ახლა კრის ბრაუნის ტურზე მუშაობს. როგორც პროდიუსერი ამბობს, ტური 30 ქვეყნის 30 ქალაქში გაიმართება. „საქართველოში კონცერტის ჩატარება დიდად მომგებიანი არ არის ჩემთვის, დასწრების კულტურა ნულია და არც საზოგადოებას აინტერესებს გემოვნებიანი მუსიკა. სავარაუდოდ, შემოდგომაზე პატრისია კაასსაც ჩამოვიყან“.

მიუხედავად ასეთი შეფასებისა, ეკა ჩიტაშვილი მაინც აპირებს, საქართველოში პოპულარული მომღერლები ჩამოიყვანოს.

About newsbatumi
journalist

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 678 other followers